მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

“პალომა” - ნდობით მოპოვებული წარმატება

news image

„პალომას“ ნაყინის გაყიდვები სტაბილურად იზრდება - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საწარმოს დირექტორმა გიორგი ჭიჭიკოშვილმა განაცხადა. 

პალომას“ მრავალფეროვან ასორტიმენტში 21 სახეობის ნაყინია და ბაზარზე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
“ნაყინი სიამოვნების პროდუქტია. მასზე მოთხოვნა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სეზონურად, ჩვენი საწარმო მაქსიმალურად დატვირთულია, ხარისხი ბრენდის უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენი მთავარი უპირატესობა პროდუქტის განსაკუთრებული და ყველასთვის საყვარელი გემოვნური თვისებებია. აღნიშნული სტანდარტი მკაცრად არის დაცული  და ამ მხრივ კომპრომისი წარმოუდგენელია. ამიტომაც არის ჩვენი პროდუქცია ასე მოთხოვნადი და მზარდი ყოველწლიურად. 
„პალომას“ ბრენდის ქვეშ, ასევე  ვაწარმოებთ პრემიალური ხაზის პროდუქციას: ვანილის პლომბირი, „სტრაჩატელა“ და „კრემბრულე“, რაც   განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს სამომხმარებლო ბაზარზე. ეს სამი პროდუქტი, სამი განსხვავებული გემო, გარკვეულწილად, ექსკლუზიურ მდგომარეობაში გვაყენებს კონკურენტებთან მიმართებაში, რადგან ყველა მწარმოებელს არ აქვს მსგავსი საგემოვნო თვისებების მქონე პროდუქტი, - აცხადებს  გიორგი ჭიჭიკოშვილი.

„პალომას“ დირექტორის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე ინგრედიენტების ფასი გაიზარდა, კომპანიამ მოახერხა და „პალომას“ ფასი მიმდინარე სეზონზე არ გაზარდა, რაც კომპანიამ   საკუთარი მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე შეძლო. 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნედლეულის ფასი წლიდან-წლამდე ძვირდება და ასევე წელს, სეზონზე დაემთხვა ლარის კურსის გაუფასურება დოლართან და ევროსთან მიმართებით, მაქსიმალურად ვეცადეთ  პროდუქციის ფასები ამ სეზონზე არ გაგვეზარდა.  ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მომხმარებელი, მათი კმაყოფილება, ნდობა. ამიტომ  ვცდილობთ ჩვენს მომხმარებლებს არ გავუცრუოთ  წლების მანძილზე მოპოვებული ნდობა და ფასის შენარჩუნება ფაქტობრივად, ჩვენი მარჟის შემცირების ხარჯზე შევძელით”,- განმარტავს „პალომას“ დირექტორი. 

ზაფხულში ნაყინის რეალიზაცია დიდადაა გამოკიდებული ამინდზე და მაღალ ტემპერატურაზე. როგორც  გიორგი ჭიჭიკოშვილი ამბობს, კომპანიაში კარგი სეზონის მოლოდინში არიან.

2024 წლის მეორე კვარტალში (მიმდინარე) პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვების ზრდა არის და კიდევ უფრო მაღალ შედეგს ელოდებიან.

„პალომას“ ბრენდის ქვეშ ნაყინი 2005 წლიდან იწარმოება და წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა .

კომპანია პროდუქციის დასამზადებლად უმაღლესი ხარისხის ნედლეულის იმპორტს  ევროპიდან უზრუნველყოფს და  აღნიშნული მიმართულებით, მხოლოდ მსოფლიო დონის ავტორიტეტულ წარმოებებთან თანამშრომლობს.

დღეისათვის „პალომას“ ნაყინი ექსკლუზიურად იყიდება „ნიკორასა“ და „ლიბრეს“ სუპერმარკეტების ქსელში, რომელთა ჯამური რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 600-მდეა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა