მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„ორბი ბახმაროს“ პროექტი დაკორექტირდა და ექსპლუატაცაში შესვლის ვადამ გადაიწია

news image

სახელმწიფომ „ორბი ჯგუფი ბახმაროსთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას გადახედა და პროექტის დეტალების კორექტირება მოახდინა. როგორც მთავრობის ნომერ 894 დადგენილებაში წერია,  „ორბი ჯგუფი ბახმარო“ ვალდებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, 2028 წლის 19 ივლისამდე მინიმუმ 120 ნომრის მქონე სასტუმრო(ებ)ის, კომერციული დანიშნულების ფართ(ებ)ის; კვების ობიექტ(ებ)ის; სპორტული მოედნების ექსპლუატაციაში მიღება და სასტუმრო(ები)სა და კვების ობიექტ(ებ)ის ფუნქციონირების დაწყება უზრუნველყოს

ასევე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 წლის განმავლობაში, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს.

ამასთან სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს „ორბი ჯგუფი ბახმაროს“ შორის 2020 წლის 22 იანვარს გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილება შევა და საპრივატიზებო პირობის შესრულების ვადად  2027 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრება.. 

დადგენილების თანახმადვე, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ ვალდებულია საპრივატიზებო პირობების შესრულების (მათ შორის, მათი შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის) უზრუნველსაყოფად, წარადგინოს საინვესტიციო თანხის არანაკლებ 5%-ის ოდენობის, შეცვლილი/ახალი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

„„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის მე-2 პუნქტისა და „სახელმწიფო ქონების საპრივატიზებო/საკუთრებაში გადაცემის პირობის შეცვლის/გაუქმების სანაცვლო ანაზღაურების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის №300 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შპს „ორბი ჯგუფი ბახმარო“ ვალდებულია, ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაფორმებამდე უზრუნველყოს 284 936 ლარის გადახდა“, - აღნიშნულია მთავრობის დადგენილებაში.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ორბი ჯგუფის“ მიერ   ბახმაროს პროექტზე გავრცელებული რენდერები არ იყო შესაბამისობაში გენგეგმის მოთხოვნებთან. მინისტრის განცხადებით, ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ პროექტი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ სამშენებლო ნებართვის ფარგლებში, გენგეგმის მოთხოვნები იქნება დაცული.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, კომპანია „ორბი ჯგუფ ბახმაროს“ კურორტ ბახმაროში 9 მიწის ნაკვეთი საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად 2019 წლის 15 მაისს გადაეცა. ნაკვეთების საერთო ფართობი 43 269 კვ.მ-ია. განკარგულების თანახმად, კომპანიამ არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში „ორბი ჯგუფს“ ამ მიწის ნაკვეთებზე, ან მათ ნაწილზე მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება ევალება, რაც მოიცავს არანაკლებ 120-ნომრიან სასტუმროებს, კვების ობიექტებს, სპორტულ მოედნებსა და სხვა ინფრასტრუქტურას. ამასთან, ცნობილია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 წლის ვადაში „ორბი ჯგუფისთვის“ გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი არ უნდა აშენდეს. 2023  წლის მარტში კურორტ ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსიც მიენიჭა. „ორბი ჯგუფი ბახმარო“ 2018 წლის 27 დეკემბერს არის რეგისტრირებული. მისი დირექტორი ირაკლი კვერღელიძეა, ხოლო 100 % წილის მესაკუთრე ზვიად ზოიძეა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა