მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ოპერირებას ყირგიზეთისა და თურქეთის ბაზრებზე ვიწყებთ, საცხენოსნო ტურებს უცხოელ პარტნიორებსაც გაუყიდით - Horsetours-ი

news image

დავიწყეთ პლატფორმა Horsetours-ის გაფართოების პროცესი და ოპერირებას საქართველოს ფარგლებს გარეთაც ვიწყებთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელმა და დირექტორმა ლაშა გაგოიძემ განუცხადა.

„პლატფორმაზე დამატებული გვაქვს ყირგიზეთის საცხენოსნო ტურები. შედეგად, მომხმარებლებს საცხენოსნო ტურებს ამ ქვეყანაშიც შევთავაზებთ, ასევე პარალელურ რეჟიმში მომსახურების შეთავაზება შესაძლებელია საქართველოს მიმართულებითაც.

გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები თურქეთიდან ჩვენ აპლიკაციაზე მალე ატვირთავენ შესაბამის ლოკაციებს, სადაც საცხენოსნო ტურები იმართება. ამ სერვისს საქართველოს გარდა ჩვენ სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შევთავაზებთ“, - ამბობს ლაშა გაგოიძე.

როგორც პლატფორმა Horsetours-ის თანადამფუძნებელი Business Insider Georgia-სთან ამბობს, კომპანიას აქვს სიახლე.

„პლატფორმის განვითარების მიზნით, მოვიპოვეთ ჯიტა-ს გრანტი და ახლა მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან ყველას შეუძლია ჩვენს პლატფორმაზე საცხენოსნო ტურის განთავსდება. პლატფორმას, არა მხოლოდ ადგილობრივი ბიზნესი, არამედ უკვე საერთაშორისო კომპანიებიც დაემატებიან. ყირგიზეთის შემდეგ დაგვემატება თურქეთი და შემდეგ ის ქვეყნები, სადაც საცხენოსნო ტურიზმი განვითარებულია ან განვითარების პროცესშია“, - ამბობს ლაშა გაგოიძე.

პლატფორმა Horsetours-ი 2021 წელს თანადამფუძნებლებმა პირადი კაპიტალით შექმნეს, რომლის მიზანიცაა საქართველოში საცხენოსნო ტურიზმის განვითარება და მომხმარებლის გიდებთან და საცხენოსნო ტურიზმში ჩართულ ოპერატორებთან (საცხენოსნო რანჩოები) დაკავშირებაა.

Horsetours-ის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიის განვითარებაში განხორციელებული ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 200 ათასი ლარია. პლატფორმაზე მუდმივად დასაქმებულია 5 ადამიანი, ხოლო საცხენოსნო ტურების ფარგლებში 50-ზე მეტი თანამშრომელი.

იგივე თემაზე: 

საცხენოსნო ტურებზე მოთხოვნა გაორმაგდა, იზრდება ადგილობრივი ტურისტების ინტერესი - Horsetours

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა