ოქტომბერში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა
ოქტომბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 1.5%-ით დაიკლო და 281.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 12.1%-ით 35.7 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
როგორც სებ-ის თვიურ მიმოხილვაში წერია, წლიურად ფულადი გზავნილების მცირედი კლება საბაზო ეფექტის ამოწურვას უკავშირდება. ოქტომბერში, რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 44%-ით, 34 მლნ აშშ დოლარამდე, შემცირდა. თუმცა, მაღალი ტემპებით ზრდას განაგრძობდა აშშ-დან და ისრაელიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები (20.6%-ით და 23.1%- ით).
„ასევე, დანარჩენი ქვეყნებიდან, როგორიცაა ყირგიზეთი და გაერთიანებული სამეფო, გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ ზრდადია (177.7%-იანი და 10.3% -იანი მატება, შესაბამისად).
კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას.
ოქტომბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, კერძოდ აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო (11.3%-იანი და 53.8%-იანი კლება).
უკრაინიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილები კვლავ მინიმალურ დონეზე რჩება.
ოქტომბერში, ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები (44.3%), აშშ (18.1%) და რუსეთი (12.2%) წარმოადგენდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან აღსანიშნავია იტალიის, საბერძნეთისა და გერმანიის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები