ოქრო ძვირდება გეოპოლიტკური დაძაბულობის ფონზე
ოქროზე დეკემბრის კონტრაქტების კოტირება ნიუ-იორკის Comex-ის ბირჟაზე გუშინ (ტროას უნციაზე) 0,22%-ით, 1938,5 დოლარამდე გაიზარდა.
ბოლო ხუთი სესიის განმავლობაში ოქრო 3.4%-ით გაძვირდა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ესკალაციის ფონზე.
„ოქროს ფასმა შეიძლება 2024 წელს ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწიოს, რადგან დოლარი სუსტდება და ფედერალური სარეზერვო ბანკი ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს“,- ამბობს ჯონ რიდი, მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ბაზრის მთავარი სტრატეგი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები