მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ნინო ვარდოსანიძე მამუკა გუგეშაშვილს: თქვენ ხართ იმ გუნდში, რომლის ლიდერიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ პროკურატურისა, რომელმაც “გააოგნა” ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ნინო ვარდოსანიძე გამოეხმაურა საკრებულოს დამოუკიდებელი წევრის მამუკა გუგეშაშვილის განცხადებას ახალი პარტიის შექმნის შესახებ. როგორც ნინო ვარდოსანიძემ აღნიშნა, ამ პარტიას სათავეში უდგას გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, რომელმაც თავის დროზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო „გააოგნა“.

„ბატონმა მამუკამ მოგვილოცა ახალი გუნდის დაარსება. სინამდვილეში კი, ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. ამ შემთხვევაში ეს ახალი არც ისეთი ახალია და არც ისეთი დავიწყებული. შეხსენებისთვის, თქვენ ხართ იმ გუნდში, რომლის მთავარი ლიდერიც იყო გენერალური პროკურორის მოადგილე იმ პროკურატურის, რომელმაც „გააოგნა“ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო“,- განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

ნინო ვარდოსანიძის მინიშნება ეხება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს განაჩენს სანდროს გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ „სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტის გამო, რომ არც პროკურატურა და არც ადგილობრივი სასამართლოები არ შეეცადნენ გაერკვიათ“ საქმის რამდენიმე ძირითადი გარემოება.“

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ყველას მიულოცა ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლა.

„მოგილოცავთ ყველას ეროვნული ნაკრების გამარჯვებას. ნამდვილად მნიშვნელოვანი და ისტორიული შედეგია. ეს არის ის, რაც რჩება ისტორიას. მინდა, ჩვენს ფეხბურთელებს, ნაკრებს  წარმატებები ვუსურვო“,- დასძინა ნინო ვარდოსანიძემ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა