მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ნინო ვარდოსანიძე: ჩვენ გვიწევს მშვიდობისთვის ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი გაიმარჯვებს

news image

თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ, ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, საზოგადოება სწორად აფასებს შექმნილ ვითარებას.

„ვხედავთ საარჩევნო კამპანიას, რომელშიც  გაუგებარია, თუ ვინ არიან მონაწილე სუბიექტები, რადგან ვისმენთ არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების პოლიტიკურ და საარჩევნო განცხადებებს, არამედ ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მოქმედი ორგანიზაციების და სხვადასხვა სუბიექტის შესაბამის განცხადებებს. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება საღად აღიქვამს ბოლოდროინდელ პროცესებს, ყველა იმ სიტყვას, ნაბიჯს თუ  ქმედებას, რომლებიც მომდინარეობს და   სრულდება ჩვენი მხრიდან. ამის მიზეზებიც უკვე ყველასთვის ნათელია და ის, რაც შეიძლება ცოტა ხნის წინ ბევრისთვის არადამაჯერებელი ჩანდა, დღეს ძირითადად  უკვე სარწმუნო გახდა“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ რეგიონში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია.

„ვხედავთ, რომ რთული მოცემულობაა რეგიონში და არამხოლოდ რეგიონში.  ამგვარ ვითარებაში კიდევ უფრო ვრწმუნდებით, თუ როგორი სიფრთხილეა საჭირო და ისე, როგორც არასდროს, უნდა ვეცადოთ,  რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა. მშვიდობის ფასი ნამდვილად არაფერია და ეს ფასი ყველაზე მეტად იციან მათ, ვინც პირადად გადაიტანა თავის დროზე ომის მძიმე დღეები. შეიძლება ითქვას, რომ გვიწევს მშვიდობისთვის ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი გაიმარჯვებს“,  -  განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ქვეყანაში და დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს, რომ ახალ თაობას  და მთელ საზოგადოებას  ღირსეული მომავალი ჰქონდეს.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა