მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა

news image

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილ ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობა გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ნეტო-აღრიცხვაში ჩართულია 1404 სადგური, ხოლო ჯამური დადგმული სიმძლავრე 93 მეგავატს შეადგენს. მათ შორის, სს „თელასის“ ქსელში ჩართულია 365 სადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით 30 მგვტ, ხოლო სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში  - 1039 სადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 63 მგვტ.

სს „თელასის“ ქსელში საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 202 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის -  163 ელექტროსადგური. რაც შეეხება სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელს, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ჩართულია 601, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის - 438 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური.  

განახლებადი ენერგიების გამოყენების მიზნით სემეკის მიერ დანერგილი  რეგულაციების შესაბამისად, მომხმარებელს ან მომხმარებელთა ჯგუფს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოს განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი გამოყენებით, ხოლო ჭარბად გამომუშავებული ენერგია მიყიდოს გამანაწილებელი ქსელის მფლობელ კომპანიას.

ნეტო-აღრიცხვა არ წარმოადგენს სამეწარმეო საქმიანობას და ჭარბი ელექტროენერგიის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა