ნანა ყეინიშვილმა და თეიმურაზ ხომერიკმა ეროვნულ ბანკში საქმიანობა დაიწყეს
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი სებ-ში მუშაობას შეუდგნენ. ამის შესახებ ინფორმაცია Business Insider Georgia-ს ეროვნულ ბანკში დაუდასტურეს.
პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად 21 სექტემბერს აირჩიეს.
ნანა ყეინიშვილს 84-მა დეპუტატმა მისცა ხმა. წინააღმდეგ არც ერთი არ იყო, თეიმურაზ ხომერიკს კი 82 დეპუტატმა და წინააღმდეგი ასევე არავინ იყო.
ორივე კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა. თუმცა საკომიტეტო მოსმენისას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განმარტა, რომ პრეზიდენტს აღნიშნული კანდიდატურების უკან გაწვევა სურს. სხდომაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა კი განმარტეს, რომ გაწვევის მსგავსი პროცედურა არ არსებობს.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში ცხრა წევრის ნაცვლად, ამ დრომდე მხოლოდ შვიდი წევრი იყო. მათგან სამმა, საბჭოს ვიცე-პრეზიდენტებმა, საბჭოდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. პაპუნა ლეჟავა, არჩილ მესტვირიშვილი და ნიკოლოზ გაგუას კანონის გათვალისწინებით, საბჭოს წევრობას ორ თვეში, 21 ნოემბრიდან დატოვებენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები