მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ნამახვანჰესის პროექტი შეიძლება შეიცვალოს და უფრო ოპტიმალური გახდეს საქართველოს ენერგეტიკისთვის - დავით მირცხულავა

news image

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის დავით მირცხულავას ინფორმაციით, მისთვის ცნობილია, რომ ნამახვანჰესის პროექტი შეიძლება გადაიხედოს, ვინაიდან სახელმწიფო ევროპელი ინვესტორის შემოყვანას აპირებს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰეისის მშენებლობას თავიდან დიდი უკმაყოფილება ახლდა, დავით მირცხულავას შეფასებით, ნამახვანჰესის პროექტი შეიძლება შეიცვალოს და უფრო ოპტიმალური გახდეს.

„ნამახვანჰესისთვის ევროპელი ინვესტორის შემოყვანა მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანს. ახალი ხელშეკრულება გაფორმდება და საინტერესოა, რა შეიცვლება, რას გაითვალისწინებს სახელმწიფო.

კვლევები ადრეც კარგად იყო ჩატარებული. როცა დაინტერესებული მხარეები შეიკრიბნენ და წარიმართა მსჯელობა, არასამთავრობო სექტორმა  საპროექტო საკითხების გახსნა მოითხოვა. უნდა გასცნობოდა ყველა დაინტერესებული პირი მასალებს და თავისი რეკომენდაცია და  შენიშვნები გამოეთქვა.

თქვენ წარმოიდგინეთ, რომ 6 თვის განმავლობაში არც ერთი შენიშვნა არ გამოთქმულა. ეს ნიშნავს, რომ შესრულებულ სამუშაოებთან და კვლევის ხარისხთან არ იყო არავითარი შენიშვნა, ყოველ შემთხვევაში, წერილობითი ფორმით არ გამოუთქვამთ“, - აცხადებს დავით მირცხულავა Busiess Insider Georgia- თან.

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს პროექტი შეიცვალოს და ენერგეტიკისთვის სარგებელიც გადაუხედოს, ამიტომ წინასწარ ვერ აკონკრეტებს, როგორი შეიძლება იყოს შედეგი ციფრებში, რასაც ქვეყანა ნამახვანჰესის მშენებლობისგან მიიღებს.

„წყალსაცავიანი სადგური საქართველოს ძალიან სჭირდება. ჩვენ გვჭირდება განახლებადი ენერგიის - ქარის და მზის სადგურების განვითარება. ამ ტიპის სადგურებს უზარმაზარი ფუნქციონალი ექნებათ იმიტომ, რომ ინტეგრაცია მოვახდინოთ და ასეთი მანევრული სადგურები  განვავითაროთ, რაც ძალიან გვჭირდება. მთელ მსოფლიოში ეს მიმართულება  განახლებადი ენერგიის ინტეგრაციისთვის არის გამოყენებული. რაც შეეხება პროექტის თავდაპირველ ვერსიას, ვერ გეტყვით თუ შენარჩუნდება. მოვისმინეთ, რომ პროექტის მოდიფიცირება შეიძლება გაკეთდეს, ამიტომ დაველოდოთ. არ გამოვრიცხავ,  შეიცვალოს  და უფრო ოპტიმალური ვარიანტი იყოს წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისთვის. შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისთვის სარგებელი ციფრებში შეიცვლება. მთავარია, მისგან  მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ქვეყნის ეკონომიკამ“, -  ამბობს დავით მირცხულავა.

შპს ENKA Renewables-მა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასთან დადებული კონტრაქტი საბოლოოდ 2022 წლის მარტში გაწყვიტა. 

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი მოიცავს ორ ჰესს მდინარე რიონზე 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს.

2022 წლის მაისში საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დიდ ჰესებს სახელმწიფო/მთავრობა უნდა აშენებდეს.

 ამ ეტაპზე კი ცნობილი ხდება, რომ პროექტში ევროპელი ინვესტორი ჩაერთვება. 

იგივე თქმაზე: 

"ნამახვანჰესის" პროექტი აღდგება - ლევან დავითაშვილი

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა