მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ნახე, სად დაიბრუნებ 50%-მდე ქეშბექს საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით Black Friday-ის კვირეულში

news image

Black Friday-მდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ასე რომ, უკვე დროა, გრანდიოზული შოპინგისთვის მზადება დაიწყო. მართალია, Black Friday-ზე ცნობილ ბრენდებს სტუდენტებისთვის ფასდაკლებები და განსაკუთრებული შეთავაზებები აქვთ, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ შეიძლება სასურველი ნივთის შეძენა სხვამ დაგასწროს ან ხალხმრავლობასა თუ რიგებში დიდი დროის გატარება მოგიწიოს. იმისათვის, რომ Black Friday-ის შეთავაზებები ეფექტურად გამოიყენო, შემდეგი რჩევები დაგეხმარება:

ჩამოწერე საყიდლების სია

Black Friday-ს ფასდაკლებების პერიოდში უამრავ შეთავაზებას გადააწყდები და დიდი შანსია, ისეთი ნივთების შეძენა გადავწყვიტო, რომლებიც გეგმაში არ გქონდა. საყიდლების სია კი დიდ დახმარებას გაგიწევს, რათა შენთვის პრიორიტეტული ნივთები არ გამოგრჩეს ან აუცილებლად იყიდო ის, რის შეძენასაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდი.

ონლაინ იშოპინგე

თუ საკმარისი დრო არ გაქვს, რომ Black Friday-ზე სასურველი ბრენდების მაღაზიებს ეწვიო, ონლაინ შოპინგი იდეალური გამოსავალია. ბრენდების ვებგვერდები წინასწარ შეგიძლია გადაათვალიერო და სასურველი ნივთები შეარჩიო, თან ბიუჯეტის დაგეგმვაც გაგიმარტივდება. ხოლო შერჩეულ ნივთებს Black Friday-ზე ღილაკზე ერთი თითის დაჭერით შეიძენ და სახლშიც მალევე მოგიტანენ.

თუ ონლაინ შოპინგს გეგმავ და თან Student Card-ის მფლობელი ხარ, Black Friday-ზე საქართველოს ბანკს შენთვის განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. ზოგადი ფასდაკლებების გარდა, რომლებსაც Black Friday-ზე ბრენდები თავად გვთავაზობენ, Students Card-ით გადახდისას დამატებით ქეშბექსაც მიიღებ. შეთავაზებების სია კი ასეთია:

27 ნოემბერი: Extra.ge — 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);

28 ნოემბერი: Veli store — 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);

29 ნოემბერი: ICI PARIS ონლაინ მაღაზია — 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი);

29 ნოემბერი: LC Waikiki — 40% ქეშბექი (მაქსიმუმ 100 ლარი).

Black Friday-ის კვირეულზე საქართველოს ბანკის Student Card-ით მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქციის შეძენისას სწორედ ამ შეღავათებით ისარგებლებ. თუ ჯერ არ გაქვს Student Card, შეგიძლია ონლაინ ახლავე შეუკვეთო. ასევე, მობილბანკიდან ან ინტერნეტბანკიდან Student Card-ის ციფრული ბარათის შეკვეთაც შეგიძლია. ამისთვის, უნდა მოძებნო “ჩემი სივრცე”, შემდეგ კი პროდუქტის დამატებას დააჭირო, სადაც კატეგორიებიდან სტუდენტურ ბარათს აირჩევ. Student Card-ის უპირატესობებისა და სხვა შეთავაზებების შესახებ ინფორმაციას აქ შეგიძლია თვალი ადევნო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა