მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„ნადი ჯგუფმა“ დაახლოებით 90 ტონა ლოკოკინა იტალიისა და თურქეთის ბაზრებზე შეიტანა

news image

ლოკოკინების ფერმის მფლობელმა და მწარმოებელმა „ნადი ჯგუფმა“ პროდუქციის ექსპორტი დაიწყო და დაახლოებით 90 ტონა ლოკოკინა იტალიისა და თურქეთის ბაზრებზე გადაზიდა.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, 

„ექსპორტი აპრილიდან დავიწყეთ და დღეისათვის 90 ტონა ლოკოკინას პროდუქცია გვაქვს ექსპორტზე გატანილი. გეტყვით, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ლოკოკინებზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია“, - ამბობს მერაბ ნადარაია. 

მისივე განმარტებით, „ნადი ჯგუფი“ ადგილობრივ ბაზარზე აქტიურად თანამშრომლობს ჰორეკა სექტორთან, სადაც ლოკოკინებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება. 

„ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია და პროდუქციას რესტორნების ვაწვდით“, - ამბობს ნადარაია. 

წლის განმავლობაში ლოკოკინების მოსავლის აღება ორჯერ გაზაფხულზე და შემოდგმაზე ხდება, ხოლო კომპანია ექსპორტზე მორიგი პარტიის გაშვებას უკვე ნოემბრიდან ვარაუდობს. 

რაც შეეხება ექსპორტს, „ნადი ჯგუფი“ იტალიასა და თურქეთში ყიდის როგორც ლოკოკინას ფილეს, ისე მთლიან ლოკოკინას (ნიჟარით).

მერაბ ნადარაიას თქმით, 1 ტონა ლოკოკინადან ფილეს გამოსავლიანობა მხოლოდ 20%-ია, მაგრამ მიუხედავად ამ რაოდენობისა მოგების მხრივ კომპანიისთვის უფრო ხელსაყრელი ლოკოკინას ფილეს ექსპორტია.

შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია ჩერასკოს მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა