მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„მპ დეველოპმენტმა", სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის ხელშეწყობით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

news image

 

კომპანიამპ დეველოპმენტმა", ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპსააგენტოსაწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 3 მილიონი ევროსა და 5 მილიონი აშშდოლარის ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზეიგეგმება.

 

ევროს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი - 7.75%-ით, დოლარის ობლიგაციების კი 8.75%-ითგანისაზღვრა.

 

ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც იურიდიული, ასევე რეზიდენტი და არარეზიდენტიფიზიკური პირებისათვის.

 

ინვესტორები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზედაიფარება.

 

მპ დეველოპმენტი" სააგენტოსაწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერისპროგრამის პირველი ბენეფიციარია.

 

სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, პროგრამის მიზანიაფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვისფინანსებზე წვდომის გაუმჯობესება და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობა. „პროგრამის თანახმად,კომპანიებს საშუალება აქვთ მიიღონ ფასიანი ქაღალდების გამოშვებასთან დაკავშირებულიხარჯების თანადაფინანსება. თანადაფინანსება მოიცავს როგორც წარმატებით განთავსებისსაკომისიოს ასევე საკრედიტო რეიტინგის მოპოვებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. აღნიშნულპროგრამაში სააგენტოს პარტნიორია USAID- ფინანსური ინოვაციების პროგრამა რომელიცსააგენტოსთან ერთად ფარავს განთავსებასთან დაკავშირებულ ხარჯებს" - აღნიშნა ირაკლიგაბრიაძემ. მისი თქმით, ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობის მიმართულებით, 2024 წელს დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.

 

ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მივაღწიეთ დასახულ მიზანს დაობლიგაციების სადებიუტო გამოშვებამ წარმატებით ჩაიარა, მოთხოვნამ გამოშვებულიობლიგაციების მოცულობას საგრძნობლად გადააჭარბა. მსურს მადლობა გადავუხადომხარდაჭერისთვის როგორც ჩვენი კომპანიის გუნდს, ასევე, სააგენტოსაწარმოე საქართველოში",  თიბისი კაპიტალს და გალტ & თაგარტს. მნიშვნელოვანია ჩვენი ობლიგაციონერების როლი დამათი გამოხატული ნდობა ჩვენი კოპანიისადმი. ,,მპ დეველოპმენტი" არ აპირებს გაჩერებას დამომავალში აუცილებლად კვლავ შევთავაზებთ ბაზარს ჩვენს ობლიგაციებს", - პაპუნა კაციტაძე, „მპდეველოპმენტი"-ის დირექტორი.

 

მოხარული ვარ, რომმპ დეველოპმენტის" და ზოგადად, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერისპროგრამის ფარგლებში, სადებიუტო ობლიგაციები ჩვენი მხარდაჭერით განთავსდა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კაპიტალის ბაზარი ვითარდება დაკომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ფასიანი ქაღალდები თანადაფინანსებით გამოუშვან. ჩვენერთად ვუწყობთ ხელს ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების შექმნასა დაგანვითარებას. მნიშვნელოვანია ინვესტორების კომპონენტიც - აღნიშნული ემისიით, რეზიდენტდა არარეზიდენტ ფიზიკურ პირებს დაბანდების ალტერნატიულ და სხვადასხვა ვალუტაშიდივერსიფიცირების შესაძლებლობას ვაძლევთ. ვიმედოვნებთ, რომ პროგრამის მხარდაჭერით,არაერთი კომპანია ასეთივე წარმატებით ისარგებლებს", - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალისმმართველი დირექტორი.

 

გალტ & თაგარტისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარება და ფასიანი ქაღალდების განთავსებისსტიმულირება უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მივესალმებითმპ დეველოპმენტის" მიერ სადებიუტოობლიგაციების გამოშვებას, რომელიც კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიგანხორციელდაგანსაკუთრებით სასიხარულოა, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვანიპროგრესი აჩვენა და ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას ხელი შეუწყო. „მპ დეველოპმენტის"ემისიის მიმართ ინვესტორების მაღალი დაინტერესება კი ტრანზაქციის წარმატებითგანხორციელებას უსვამს ხაზს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ

მპ დეველოპმენტთან" დაკაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამასთან ერთად, ბაზარსკიდევ არაერთ წარმატებულ გარიგებას შევთავაზებთ", - აცხადებს ქეთევან თოიძე, გალტ & თაგარტის დირექტორის მოადგილე.

 

 „მპ დეველოპმენტი" ფლობს და მართავს დივერსიფიცირებული საინვესტიციო ქონებისპორტფელს, რომელიც საქართველოს დიდ ქალაქებში 13 სავაჭრო ცენტრსა და 4 ავტოგასამართსადგურს მოიცავს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა