მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

 მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ - ჯოზეფ ბორელი

news image

თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან − ოლივერ ვარჰეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და ევროკავშირი საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე დაყრდნობით  ახორციელებენ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში. თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, „3 ძირითადი გზავნილი მინდა გავაჟღერო, რადგან დროში შეზღუდულები ვართ ჩვენ დილიდან ვსაუბრობთ ამ საკითხებზე და მინდა დრო აღარ დავკარგო.

თქვენ უკვე დააჩქარეთ რეფორმების განხორციელება ასოცირების შეთანხმების ფარგლებში იმისათვის, რომ ცხრა ნაბიჯი იქნეს შესრულებული, რაც ჩვენი რეკომენდაციაა, ამისათვის თქვენ გაქვთ ცოცხალი სამოქალაქო სექტორი და მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილე იყოს ჩართული ამ პროცესში, აქ საჭირო იქნება გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ შემცირდეს პოლიტიკური წნეხი და დაძაბულობა, მეორე გზავნილი ის არის, რომ ჩვენ საერთო ფასეულობებსა და პრინციპებზე ვახორციელებთ ძალისხმევას და მნიშვნელოვანია, რომ ეს ერთობა იყოს ასახული ყველაფერში, იმიტომ, რომ ძალიან საშიშ გეოპოლიტიკურ გარემოში ვარსებობთ და გაწევრიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს - მცირედით გაიზარდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა გაიზარდოს უსაფრთხოების პოლიტიკა და გადაწყვეტილებები ამ მიმართულებით, ჩვენ ველით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება შესაბამისობა ამ მიმართულებით მომდევნო წლებში. ასევე ანტი დასავლური რიტორიკის წინააღმდეგ მოვუწოდებ მთავრობას, რომ იბრძოლოს ინფორმაციის მანიპულირების წინააღმდეგ, ჩვენ გვინდა, რომ კიდევ უფრო მეტი ვნახოთ ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები. მესამე გზავნილი ის გახლავთ, რომ წელს მნიშვნელოვანი ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის, მე უკვე ვახსენე არჩევნების პროცესი და მინდა ვთქვა, რომ საარჩევნო რეფორმა რაც განხორციელდება მომავალში მინდა, რომ იყოს მომდევნო არჩევნებისთვის მზადება, ყველა შესაბამისი ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იქნეს განხორციელებული, თავისუფალი კონკურენტული პოლიტიკური არჩევნების უზრუნველსაყოფად. და ბოლოს, თუმცა ეს არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ერთად გავაძლიეროთ საქართველოს მედეგობა, გამძლეობა იმისთვის, რომ  ჩვენ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმ მნიშვნელობას რაც ეკისრება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს, ჩვენ გვყავს ევრო კომისარი საქართველოში, გვყავს მონიტორინგის მისია და ძალიან დიდი ძალისხმევა კეთდება ამ მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანი საქმე კეთდება თქვენი ქვეყნის სასიკეთოდ, ასევე გაძლიერდა ჩვენი უსაფრთხოების და თავდაცვის მიმართულებით ძალისხმევა, კიბერუსაფრთხოება, ლოგისტიკა 3.9 მილიონი ევროს ფარგლებში და ეს წელს არის გათვალისწინებული.

ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს ქვეყანასთან, თქვენი შემოთავაზების საფუძველზე მოხდება იმ მექანიზმების დაფუძნება  რაც წლის ბოლოსთვის უკვე უნდა იყოს ასახული", - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა