მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა
რუსეთი ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ მოსკოვში, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი ამოქმედდა.
მოსკოვის, მოსკოვისა და ვორონეჟის რეგიონის ტერიტორიაზე შესაძლო ტერორისტული აქტების პრევენციის მიზნით, შემოღებული იქნა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი", - ნათქვამია განცხადებაში
რეჟიმი რიგი ღონისძიებების გატარების საშუალებას იძლევა, მათ შორისაა დოკუმენტების შემოწმება, სატელეფონო საუბრების კონტროლი, ორგანიზაციების კუთვნილი მანქანების გამოყენება მათი საკუთრების ფორმის მიუხედავად, სახიფათო მრეწველობის შეჩერება, კომუნიკაციების შეზღუდვა, ქუჩაში მოქალაქეების მანქანებითა და ფეხით გადაადგილების შეზღუდვა და სხვა.
მანამდე, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაჯგუფების ბაზებს შეუტია.
პრიგოჟინი ამბობს, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა და არის მსხვერპლიც.
პრიგოჟინმა თქვა, რომ საპასუხო მოქმედებებისთვის ემზადებოდნენ. მისი თქმით, გადაკვეთეს საზღვარი, შევიდნენ როსტოვში და აკონტროლებენ ყველა სამხედრო ობიექტს, მათ შორის აეროდრომს და სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბს. მისივე თქმით, ჩამოაგდეს 3 ვერტმფრენი.
რუსეთის სახელმწიფო კონტროლირებადი მედიის, რია ნოვოსტის ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (FSB) პრიგოჟინის მხრიდან „აჯანყებისკენ მოწოდების“ შემდეგ, საქმე აღძრა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, „პუტინი საქმის კურსშია და ყველა საჭირო ზომა მიღებულია“.
დღის ტოპ 10 სიახლე
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რა გავლენა იქონია ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ ქართული კომპანიების აქციებზე - ლაშა ქავთარაძის შეფასება
მზად ვართ ბიზნეს ვესაუბროთ შეღავათებზე, რომ ექსპორტის წილი კიდევ უფრო გაიზარდოს - შოთა ბერეკაშვილი
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები