მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

მიწისქვეშა მტკნარი წყლების ლიცენზიანტები, საგადასახადო ამნისტიას ელოდებიან

news image

 

 

 

საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის ლიცენზიანტები დარიცხული სანქციისგან (ჯარიმა და  საურავი) განთავისუფლდებიან.

ერთჯერადი ამნისტიის ფარგლებში, მოხდება 2018 წლის 1-ელი იანვრიდან 2023 წლის 1-ელ ივნისამდე წარმოშობილი და გადაუხდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლით დადგენილი მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის დარიცხული/დაკისრებული მოსაკრებლის თანხა ან/და მასთან დაკავშირებული ჯარიმის და საურავის ჩამოწერა.

„ბიზნესომბუდსენის  აპარატის მიერ შესწავლილი საკითხებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების უმეტესი ნაწილი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც არ ჰქონდათ სათანადო რეგისტრაცია, სათანადო ინფრასტრუქტურა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ გააჩნდათ შესაბამისი ინფორმაცია/ცოდნა მათი მოვალეობების და უფლებების შესახებ.

აღნიშნულს მოწმობს ის გარემოებაც, რომ პირებს, რომლებიც ფლობდნენ შესაბამის ლიცენზიას, უმეტეს შემთხვევაში, ათვისების გეგმაც კი არ ჰქონდათ დამტკიცებული და ლიცენზიების გასხვისება ხდებოდა  ერთი ფიზიკური პირიდან სხვა ფიზიკურ პირებზე ათვისების გეგმის გარეშე. ამასთან გასათვალისწინებელია ახალი კორონავირუსის (COVID -19) ზეგავლენა, რომლის პირობებშიც კიდევ უფრო გართულდა  შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის წარმოება და ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება.

შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით პირებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ მოქმედი ბიზნესი და შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ვინაიდან აღარ ფლობენ საქმიანობის ლიცენზიას (რიგ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ლიცენზიების გაყიდვას,  დაბრუნებას ან/და გაუქმებას) მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება  თუ სხვა“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რკო

ახალი კოლექცია

--> news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა