მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებლებზეა

news image

მიმოქცევაში არსებული საგადახდო სადებეტო  ბარათების რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებლებზეა. 2025 წლის იანვრის სტატისტიკით მათი რაოდენობა 9 068 790 ბარათს აღწევს, რაც წინა თვესთან შედარებით 0,7%-იანი ზრდაა, ხოლო 2024 წლის იანვრის მაჩვენებლებთან 9,7%-იანი ზრდა.

სებ-ის მონაცემების მიხედვით, 2025 იანვრის ბოლოსთვის ბოლოსთვის ბაზარზე აქტიური 9 068 790   ერთეული სადებეტო ბარათი იყო, მაშინ როდესაც ერთი წლით ადრე მათ რაოდენობა 8 270 300   ბარათს შეადგენდა, ხოლო ერთი თვით ადრე 9 003 952 სადებეტო ბარათი.

საქართველოში სადებეტო ბარათების მხრივ კვლავ Mastercard-ი ლიდერობს. 2025 წლის იანვრის ბოლოსთვის არსებული საგადახდო სადებეტო ბარათებიდან 4 729 473  ერთეული სწორედ Mastercard-ზე მოდის.

Mastercard-ის ბარათების მიმდინარე მონაცემები კი დეკემბრის მაჩვენებლებთან მაჩვენებლებთან შედარებით 1,7%-იან, ხოლო 2024 წლის იანვართან შედარებით 12,6%-იან ზრდას აჩვენებს..

იანვრის სტატისტიკის მიხედვით, აქტიური სადებეტო ბარათებიდან 52%-ს Mastercard-ი ფლობს, 29%-ს VISA, AMEX კი 15%-ის მფლობელია. 

2025 წლის იანვრის ბოლოსთვის მიმოქცევაში VISA-ს აქტიური 2 590 822 ბარათი იყო. კლება წინა თვესთან შედარებით 1%-ია, ხოლო 2024 წლის იანვართან შედარებით 2%-ითაა გაზრდილი.

რაც შეეხება  AMEX-ს, იანვრისთვის მისი სადებეტო ბარათების რაოდენობა 1 328 167 ერთეული იყო, რაც თვიურ ჭრილში 1,4%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 25,9%-იანი ზრდაა. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა