მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

Milk Laboratory-ს საწარმო ფართოვდება - 2024 წელს კომპანიის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა

news image

2024 წელმა გვაჩვენა, რომ არსებული წარმადობა საკმარისი არ არის მოთხოვნასთან მიმართებაში და უკვე მიმდინარეობას საწარმოს გაფართოება, -  ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია Milk Laboratory - რძის ლაბორატორიას ბიზნესის განვითარების მენეჯერმა მარიამ ჭუბაბრიამ განაცხადა. მისი განმარტებით, არსებული გეგმის მიხედვით გაფართოების პროცესი აპრილისთვის დასრულდება.

„პარალელურად გავზარდეთ თბილისის საწყობის მოცულობაც. ირკვევა, რომ Milk Laboratory-ს გეგმებშია რძის ბოთლებში ჩამოსხმაც. 

„რძის ბოთლში ჩამოსხმასაც დავიწყებთ ახალი საწარმოს დასრულების შემდგომ. მიუხედავად იმისა, რომ ასორტიმენტი საკმაოდ ფართო გვაქვს, არ ვაპირებთ გაჩერებას და ახალ პროდუქტებსაც შევთავაზებთ მომხმარებელს“, რაც მთავარია რაოდენობის გაზრდასთან ერთად პროდუქციის უმაღლეს ხარისხს მუდამ შევინარჩუნებთ.  - აცხადებს Milk Laboratory-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

საგულისხმოა, რომ 2024 წელს კომპანიის გაყიდვები 20%-ით გაიზარდა.

„შევედით ახალ ობიექტებში, როგორიცაა „გუდვილი“, „ბლაუნშტაინი“, „წისქვილის ბაზარი“. ასევე დავიწყეთ ონლაინ გაყიდვები „ვოლტზე“ და „გლოვოზე.“ 

ასევე, გაიზარდა კომპანიის დასაქმებულების გუნდი როგორც თბილისში, ასევე ყვარელში. რაც რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს მარიამ ჭუბაბრია.

„რძის ლაბორატორია“ არის „ყვარლის ბაგას“ პარტნიორი კომპანია, რომელიც 2019 წლიდან ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ „ყვარლის ბაგა“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ფერმაა, 2000-ზე მეტი ჰოლშტეინის ჯიშის ძროხით და დაკომპლექტებულია საუკეთესო აღჭურვილობით.

„რძის ლაბორატორიის“ პროდუქცია მზადდება მხოლოდ „ყვარლის ბაგას“ უმაღლესი ხარისხის ნამდვილი რძისგან, ყოველგვარი ფხვნილის, დანამატის თუ კონსერვანტის გარეშე. კომპანიას გააჩნია ISO სერტიფიკატი და HACCP -ის ევროპული სტანდარტები.
„რძის ლაბორატორია“ საცალო გაყიდვების გარდა, თანამშრომლობს ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა Samzeo Hotels, სკა, სმარტი, ჰილტონი ა.შ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა