დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიხეილ ხიდურელი საქართველოში უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის განხორციელებას აანონსებს

მიხეილ ხიდურელი საქართველოში უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის განხორციელებას აანონსებს

27-09-2024 15:41:00

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიხეილ ხიდურელი უახლოეს მომავალში საქართველოში სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში, უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტის განხორციელებას აანონსებს.

„ორი მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტი გვაქვს ამ წამს. ძალიან მალე გაიგებთ ერთი მსხვილი პროექტის შესახებ, რაც კიდევ უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს ბიზნესს განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და ტურიზმის სექტორში. ეს არის მეგა პროექტი, რომლის მსგავსი საინტერესო პროექტი ქვეყანაში 10 ან 20 წელი არ განხორციელებულა.  $2 მილიარდიან პოპორტფელში შედის ორი მსხვილი და მცირე პროექტები. რომლის დიდი ნაწილიც მოდის სტუმარ-მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიაზე“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისი შეფასებით უძრავი ქონება და ტურიზმი არის ერთ-ერთი მზარდი სექტორი საქართველოში.

„უძრავი ქონების ტურიზმის ბიზნესს მშპ-ს 7,1% აქვს ამ მიმართულებას, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი დარგია და წლების განმავლობაში ეს დარგი ვითარდება, იზრდება ფასებიცა და მოთხოვნაც. ძალიან დიდი შესაძლებლობები არსებობს  ინვესტიციები ნაწილში, როგორც უძრავი ქონების ისე სასტუმროების ნაწილში. გამოვყოფდი 5-ვარსკვლავიან და პრემიუმ სეგმენტს, რადგან ამ ნაწილში ქვეყანაში კიდევ არის რესურსი, რომ ინვესტიციები ჩაიდოს“, - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.

მისი ინფორმაციით, სააგენტომ გააკეთა ინვესტიციების გზამკვლევი, რომელიც წარუდგინეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მენეჯმენტს, ასევე მის წევრებს.

„რომ დააგზავნონ და ესაუბრონ ინვესტორებს თავის ქვეყნებში, თუ როგორი საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ინტერესი არის ტრადიციული მიმართულებებიდან. ესაა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ყურის ქვეყნები. ისინი არიან მოწინავეები ვინც ამ სექტორში ინვესტირებით ინტერესდება. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ვმუშაობთ სხვა მიმართულებებითაც, გვაქვს საინვესტიციო კატალოგი, სადაც არის როგორც სახელმწიფო ისე კერძო პროექტები.

ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ინვესტორებთან. სვამენ კითხვებს და ვცემთ პასუხებიც. ჩვენი პასუხი არის მარტივი, რადგან გვაქვს მოწინავე ქვეყნის სტატუსი ძალიან ბევრი მიმართულებით, ეს არის დაბალი ბიუროკრატია და ინვესტიციებისთვის ხელშემწყობი გარემო. ვართ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია Oisidi-ის რანჟირებით მე-8 ადგილზე, როგორც ბიზნესისთვის საინტერესო გარემო. ეს არის ჩვენი პასუხი კითხვებზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები