დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიგრირებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობამ მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს

მიგრირებული აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მოსახლეობამ მექანიკური მეთოდები უნდა გამოიყენოს

09-09-2024 14:13:00

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს  ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს. დღეისათვის, სააგენტოს შესაბამისი სამსახურების მიერ, სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 168 180 ჰა ფართობი, ცივი შესხურების მეთოდით - 96  057, 05 ჰა ფართობი, მონიტორინგის მიზნით დამონტაჟებულია 122 231  სპეციალური სადგური და 6487 ფერომონიანი დამჭერი.

შემოდგომის დადგომასთან ერთად, აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ ინაცვლებს. გამოსაზამთრებლად მიგრირებული მავნებლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სურსათის ეროვნული სააგენტო სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენებისკენ მოგიწოდებთ. 

მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები