მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

მეწყერის საშიშროების გამო თებერვლის ჯავშნები გავაუქმეთ - MaLu House Merisi

news image

ქედის მუნიციპალიტეტ სოფელ მერისში მდებარე კოტეჯის MaLu House Merisi-ს მფლობელი ქეთი ფარჰაკი, Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ კოტეჯთან მისასვლელი გზა მეწყრული ზონის ნაწილია და ამ დროისთვის არსებული საფრთხის გამო, იძულებული გახდნენ კოტეჯის თებერვლის ჯავშნები გაეუქმებინათ.

„ჯავშნები გაუქმებულია, კოტეჯის ადგილმდებარეობას კი მეწყრის საფრთხე არ ემუქრება“, - ამბობს MaLu House Merisi-ს მფლობელი.

მისი თქმით, ყველაზე დატვირთული კოტეჯი ზაფხულის პერიოდშია. მერისს ძირითადად უცხოელები, ხოლო ყველაზე ხშირად ტურისტები, არაბული ქვეყნებიდან სტუმრობენ.

„კოტეჯში ყოფნა სრული განტვირთვაა.  MaLu House Merisi-ს კოტეჯიდან სტუმარი პირდაპირ უყურებს ცნობილ მერისის ჩანჩქერს. კოტეჯის ქვემოთ მოედინება მდინარე და გარშემო კი სრულიად ტყით არის გარშემორტყმული“, - ამბობს მფლობელი.

კოტეჯის დაჯავშნა შესაძლებელია როგორც AirBnb-ზე ასევე სოციალური ქსელითაც.

„მერისში ბევრი კოტეჯია, მაგრამ თუ სტუმარს სურს სრულ იზოლირებულ გარემოში ყოფნა, ჩვენთან სტუმრობას ირჩევს. კოტეჯი გარე კამერებით არის აღჭურვილი, რაც სტუმრის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. კოტეჯში არის ყველანაირი კომფორტი, მომხმარებელს მხოლოდ საკვები პროდუქტებით მომარაგება დასჭირდება. მერისში არის რესტორნის კერძების ადგილზე მიტანის სერვისი. შეკვეთის შესრულება 15 წუთშია შესაძლებელი.

ზამთარში, MaLu House Merisi-ში 3 ადამიანისთვის ერთი ღამის ფასი 200 ლარია, ზაფხულში კი 300 ლარი, ხოლო 4-ზე მეტი ადამიანისთვის 450-500 ლარია.

ქედის მუნიციპალიტეტ სოფელ მერისში, კოტეჯი ორი წელია რაც გაიხსნა. მფლობელის თქმით, 2023 წელი 2022-თან შედარებით უკეთესი იყო, რადგან სოციალური ქსელის საშუალებით გაიზარდა ობიექტის ცნობადობა და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ამ ადგილის შესახებ.

სამომავლოდ, მფლობელი გეგმავს MaLu House Merisi-ის გაფართოებასა და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში რამდენიმე კოტეჯის ჩადგმასა და რესტორნის აშენებას.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა