მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„მესხიშვილის მეღვინეობა“ ავსტრალიის ბაზარზე შედის

news image

 

LisiWine-Meskhishvili Winery ხუთი თვეა რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ობიექტი ლისის ტბასთან ახლოს მდებარეობს. „მესხიშვილის მეღვინეობა“ ღვინის წარმოების პარალელურად ტურიზმის ბიზნესში შევიდა, თუმცა აქტიურად განაგრძობს ღვინის წარმოებას.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი ილია მესხიშვილი Business Insider Georgia-სთან ამბობს, LisiWine-Meskhishvili Winery ვენახებს ფლობს გურჯაანის რაიონში, მიღებული მოსავლის გადამუშავება ლისზე მათსავე კუთვნილ მარანში ხდება, სადაც 20 ტონამდე მოცულობის ქვევრებია განთავსებული.

„ძირითადად ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ, რომელსაც ექსპორტზე ვყიდით. ჩვენს ასორტიმენტშია 8 სახეობის ღვინო, რომელიც კახური ჯიშის ყურძნისგან მზადდება. ექსპორტზე გაგვაქვს პორტუგალიაში, გერმანიაში და ახლა ვემზადებით ღვინის ექსპორტისთვის ავსტრალიაში“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი. მისი თქმით, ავსტრალია ღვინის ქვეყანაა, სადაც ქართული ღვინო ტრენდული გახდა. „ასევე პორტუგალიაშიც, რომელიც ღვინის წარმოებით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, ქართული ღვინო პოპულარულია და ნელ-ნელა ამ ბაზარზე თავის ადგილს იმკვიდრებს. ჩაანაცვლა ერთგვაროვანი კლასიკური ღვინოები ქვევრის ღვინომ“, - ამბობს ილია მესხიშვილი.

კომპანია ასევე ღვინის ექსპორტს გეგმავს პოლონეთში და ამ კუთხით მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

„ჩვენთვის საინტერესოა აშშ-ის ბაზარი. საგულისხმოა, რომ პორტუგალიასა და გერმანიაში კომპანიის გაყიდვები იზრდება“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

„საოჯახო მარანი“ 10 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა