MERAKI თბილისში ახალ ფილიალს ხსნის
ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი MERAKI მალე თბილისში კიდევ ერთ ფილიალს გახსნის.
„მერაკის" დამფუძნებელი, დიზაინერი ანუკა გვენცაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ ბრენდს მიმდინარე სეზონზე ბევრი სიახლე აქვს და მათ შორის ასორტიმენტის გაფართოებასთან ერთად ახალი ფილიალის გახსნას გეგმავს.
„ვფართოვდებით და მალე ახალ ფილიალს გავხსნით თბილისში, „ფაბრიკის“ მიმდებარედ, რომელიც არსებულზე 4-ჯერ დიდი იქნება, სადაც მომხმარებელს პროდუქციას შევთავაზებთ.
მომხმარებელს ვპირდებით მაქსიმალურ კომფორტს, პროდუქციაზე დიდი არჩევანს და ლამაზ სივრცეს, რაც შესყიდვების პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის“, - ამბობს ბრენდის მფლობელი და დიზაინერი.
„მერაკი“ (MERAKI) ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია.
როგორც ქართულიო ბრენდის დამფუძნებელი აღნიშნავს, სიტყვა "მერაკი" ბერძნულია და შენ საქმეში შენი ნაწილის ჩადებას და მთელი გულით კეთებას ნიშნავს. აქ თითოეული პროდუქტი სიყვარულითაა დამზადებული.
MERAKI-ის მაღაზია თბილისში, პეკინის 23-ში მდებარეობს.
კომპანიის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, რაზეც მუშაობა დაწყებულია.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები