მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028
0.0053
flag
AZN 1.6173
-0.0001
flag
CNY 37.601
-0.0077
flag
EUR 3.1614
0.0365
flag
GBP 3.677
0.0381
flag
KZT 53.02
0.0045
flag
TRY 0.0719
-0.0002
flag
USD 2.75
-0.0003

მალე ჩვენს სტუმრებს განახლებულ სერვისს შევთავაზებთ - ,,კასტელო მარე“

news image

 

ციხისძირში მდებარე მსხვილი ტურისტული ობიექტი „კასტელო მარე“ წლის ბოლომდე მომხმარებლებს საუკეთესო პირობებით, შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.

როგორც სასტუმროს დამფუძნებელი ზანდა მესხიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად, მოსალოდნელია, რომ დამსვენებლების რაოდენობაც გაიზრდება. მათ შორის, ადგილობრივი მოქალაქეების მხრიდან, რომლებსაც სასტუმროს სხვადასხვა სერვისით სარგებლობა უკვე ხვალიდან შეცვლილი, თუმცა ლიმიტირებული ტარიფით შეძლებენ.

„მიმდინარე პერიოდში დაგეგმილი გვაქვს აქცია, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლები  320 ლარად (ორ პერსონაზე) დაისვენებენ. ამ ტარიფში შედის ცხელი ზონა: ოთხი ტიპის საუნა, ასევე საუნა და კვება. აქცია ლიმიტირებულია და 13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. პარალელურად გვაქვს ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია Hot sale - თან გარკვეული ფასდაკლება და იქ უკვე 255 ლარია განსაზღვრული.

შესაბამისად, ვცდილობთ, რომ ჩვენი სასტუმრო ადგილობრივი დამსვენებლებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ. ვითვალისწინებთ ასევე მუდმივ სტუმრებს, რომლებსაც გამოხმაურების შემთხვევაში, გაეგზავნებათ მარკეტინგული შეტყობინებები, რომლის საფუძველზეც აუცილებლად მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას მიმდინარე პერიოდში, ასევე სხვადასხვა ტიპის სპა-პროცედურებს. გარდა ამისა, ქორწილებისა და ბანკეტების მიმართულებაც გვაქვს გათვალისწინებული, სადაც ასევე გარკვეული შეთავაზებები გაკეთდება“, - ამბობს ზანდა მესხიძე.

უახლოეს მომავალში იგეგმება თანამშრომლობა  ,,კასტელო მარესა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის.

,,ეს იქნება კოლაბორაციის წარმატებული მაგალითი, რაც სასტუმროში დამსვენებლებზე პოზიტიურად იმოქმედებს. შევთავაზებთ ტურებს ბოტანიკურ ბაღში, სადაც შეეძლებათ მოიწყონ ფოტოსესია, დაათვალიერებენ იქ არსებულ ორანჟერიას, ასევე პეტრას ციხეს, რომელიც უნიკალური ღირსშესანიშნავი ადგილია აჭარაში. განვახორციელებთ კიდევ რამდენიმე აქტივობას გვიან შემოდგომის ჩათვლით და შემდეგ უკვე ახალი წლის სეზონისთვის დავიწყებთ სამზადისს“, - ამბობს ზანდა მესხიძე Business Insider Georgia- თან.

ცნობისთვის, სასტუმრო „კასტელო მარე“ 5 ვარსკვლავიანი, უმაღლესი კლასის სასტუმროა, რომელიც ციხისძირში სანაპიროს პირველ ზოლში მდებარეობს. სასტუმრო 2016 წელს გაიხსნა, რომლის კომპლექსშია სამი კორპუსი (ვიქტორია, დიანა და ალბა) და ვილა აფროდიტე, რომელიც 100 ზე მეტ ოთახს და 250 სტუმარს იტევს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა