მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც შუა დერეფნის მთავარმა მოთამაშემ  - ჯემალ ინაიშვილი

news image

მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები, როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ, როგორც შუა დერეფნის მთავარმა მოთამაშემ  და გავხადოთ ჩვენი ქვეყანა რეალურად ლოგისტიკური, სავაჭრო, ინდუსტრიული, ფინანსური და ტურისტული ჰაბი - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან „თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომლის თემაც „ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და პერსპექტივა საქართველოსთვის“ იყო. ინაიშვილის განმარტებით, პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ქართული ბიზნესიც.

„მე მიმაჩნია, რომ ამ პროცესში აქტიურად უნდა ჩაერთოს ქართული ბიზნესიც, ვინაიდან ის გზა, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ კანდიდატობიდან წევრობამდე, რა თქმა უნდა მოითხოვს ყველასგან და მათ შორის ბიზნესისგან დიდ ჩართულობას. ძალიან ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი ამ პერიოდის განმავლობაში, რათა ჩვენ შევძლოთ ყველა იმ პირობის და მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც გზას გაგვიხსნის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ.

ჩვენ აგრეთვე მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ არსებული კანდიდატის სტატუსიც. ჩვენი მეზობლების მხრიდანაც დიდია მოლოდინები ჩვენს სტატუსთან დაკავშირებით. ამ დღეებში შეხვედრები მქონდა როგორც აზერბაიჯანელ ასევე სომეხ ბიზნესმენებთან  და ისინიც კი თავისთვის ხედავენ გარკვეულ პერსპექტივებს და სარგებელს საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე და მომავალშიც როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა. შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად ევროკავშირის საზღვარი ინაცვლებს აღმოსავლეთისკენ და ჩვენი მეზობლებიც უახლოვდებიან ევროკავშირს ჩვენი მეშვეობით. ამიტომ ეს ყველაფერი მაქსიმალურადაა გამოსაყენებელი. უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები როგორც ტრანზიტულმა ქვეყანამ, როგორც შუა დერეფნის მთავარმა დამაკავშირებელმა და გავხადოთ ჩვენი ქვეყანა რეალურად ლოგისტიკური, სავაჭრო, სამრეწველო  ფინანსური და ტურისტული ჰაბი. 

„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ბიზნესი რაც უფრო მალე შეძლებს გადაწყობას და ახალ რეგულაციებზე მორგებას ეს მისთვის უფრო უკეთესი იქნება. 

„რაც უფრო მალე შემოვა ის აუცილებელი რეგულაციები და რაც უფრო მალე შეძლებს ბიზნესი მასზე მორგებას, ეს ბიზნესისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო უკეთესი იქნება. შესაძლოა ეს რეგულაციები ყველა ბიზნესისთვის არ იყოს იოლი მისაღები, მაგრამ ჩვენ უნდა შევხედოთ ქვეყნის პერსპექტივიდან და ინტერესებიდან გამომდინარე და რაც უფრო მალე შეძლებს ქვეყანა ევროკავშირის ყველა მოთხოვნების შესრულებას, მით უფრო მალე შევძლებთ ჩვენი მიზნის მიღწევას” თქვა ინაიშვილმა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა