მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

მაღაზიებში „ღამის დისტრიბუციის“ საკითხი მერიის ჩართულობის გარეშე ვერ გადაწყდება - ივა ჭყონია

news image

 

 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ ასოციაციის წევრების ნაწილი სავაჭრო ქსელებში „ღამის დისტრიბუციას“ ემხრობა, თუმცა ამბობს, რომ ეს საკითხი თბილისის მერიის თანამონაწილეობისა და ჩართულობის გარეშე ვერ გადაწყდება. 

„ასოციაციაში არიან წევრები, რომელთათვისაც ღამის დისტრიბუცია მარტივია. თუმცა ნაწილი ამ იდეას არ ემხრობა, რადგან სავაჭრო ობიექტები ძირითადად დღის განმავლობაში მუშაობენ. სტატისტიკით, სავაჭრო ქსელების დაახლოებით 10% მუშაობს 24 საათიან რეჟიმში“, - ამბობს ივა ჭყონია. 

ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციამ პარტნიორ ქსელურ ობიექტებში გამოკითხვა ჩაატარა, რის შედეგადაც პრობლემები გამოიკვეთა. 

„სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ როდესაც ღამის დისტრიბუციას ქსელებში პროდუქცია მიაქვს, ამ ფაქტს ღამის საათებში ხმაურის გამო მოსახლეობა აპროტესტებს, რადგან გარკვეულ დისკომფორტს აწყდება“, - ამბობს ჭყონია. 

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნიდერლანდების მაგალითს განიხილავს.

„მაგალითად ნიდერლანდებში, ღამის დისტრიბუციისთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილი მაღაზიებთან, სადაც ხმის დამხშობი ბარიერებია. რა თქმა უნდა „ღამის დისტრიბუციის“ თემა მოლაპარაკების საგანია, მთავარია თბილისის მერიისა და სავაჭრო ობიექტების მზაობა, რადგან ამ პროცესის მათი ჩართულობის გარეშე დაწყება წარმოუდგენელია. სხვა შემთხვევაში ეს ისევ უარყოფითად აისახება მოსახლეობაზე“, - ამბობს ჭყონია.  

ამასთან, დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ 2022 წლის ნოემბერში თბილისის მერიას მიაწოდა თბილისში იმ ადგილების სია, სადაც სადისტრიბუციო მანქანებისთვის შეუფერხებელ პარკინგს ითხოვდა.

„ეს იყო 550 ადგილი. დამატებით უნდა მიგვეწოდებინა ახალი სია, თუმცა მივიღეთ ინფორმაცია, რომ მხოლოდ 130 ლოკაცია დაკმაყოფილდა, მეტის გამოყოფა ვერ შეძლეს. 

ეს პრობლემატური საკითხია ჩვენთვის და მერიაში უნდა გაიზიარონ ევროპული პრაქტიკა.

კერძოდ, ევროპის ქალაქებში შესაძლებელია, სადისტრიბუციო კომპანიების ავტოტრანსპორტის გაჩერება მანიშნებლის გამოყენებით, შესაბამისი სტიკერითა და ჰოლოგრამით, რომელიც ავტომობილზე იქნება დატანილი, რათა არ დაჯარიმდნენ“, - ამბობს ჭყონია. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა