მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში საშუალო ფასი 8%-ით გაძვირდა, დატვირთულობა კი 66%-მდე შემცირდა - TBC Capital

news image

2024 წლის სექტემბერში, მაღალ ბიუჯეტიან სასტუმროებში განთავსების საშუალო დღიურმა ფასმა (ADR) 143 აშშ დოლარს მიაღწია, რაც 8%-იან ზრდას ნიშნავს 2023 წლის სექტემბერთან შედარებით. თუმცა, სასტუმროების დატვირთულობა შედარებით შემცირდა და 66%-ს მიაღწია, რაც 12 პროცენტით ჩამორჩება 2023 წლის იმავე თვის მაჩვენებელს.

როგორც თიბისი კაპიტალის ანგარიშშია აღნიშნული, 2024 წლის ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობამ 5,043,663-ს მიაღწია, რაც 4.5%-იან წლიურ ზრდას წარმოადგენს.

2024 წლის პირველ ცხრა თვეში, საქართველოს ტურიზმის სექტორი 2019 წელთან შედარებით 84%-ით აღდგა. ამავე დროს, მეზობელი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, სომხეთი და უკრაინა, ჯერ კიდევ ჩამორჩებიან 2019 წლის მაჩვენებლებს.

რაც შეეხება ისრაელს და ახლო აღმოსავლეთს, ძლიერი აღდგენა აჩვენეს, და ამ მაჩვენებლებმა შესაბამისად 152%-სა და 136%-ს მიაღწია. 

„აზერბაიჯანი განაგრძობს ყველაზე დაბალი აღდგენის მაჩვენებლის დაფიქსირებას, რაც 14%-ს შეადგენს. შეზღუდული აღდგენის ძირითად მიზეზი აზერბაიჯანის საზღვრის ნაწილობრივ დახურვაა. აზერბაიჯანის მთავრობის დადგენილების მიხედვით, პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, თუმცა მათი მოხსნის ზუსტი ვადა უცნობია.

2024 წლის პირველ ცხრა თვის განმავლობაში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.5%-ით გაიზარდა და 3,461 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2019 წელის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება.

ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს რუსეთმა და თურქეთმა. აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან და უკრაინიდან მიღებული შემოსავლები 2024 წლის მესამე კვარტალში 2023 წლის მესამე კვარტალთან შედარებით შესაბამისად 13%-ითა და 7%-ით შემცირდა, “, - განმარტავენ თიბისი კაპიტალში. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა