მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესში Georgia Capital-ის პარტნიორი ნიდერლანდური კომპანია Royal Swinkels-ი ხდება

news image

ქვეყნის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა Georgia Capital-მა ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი ახალ პარტნიორი შემოიყვანა.

როგორც Georgia Capital-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საუბარია კომპანია Global Beer Georgia-ზე, რომელიც თავის მხრივ „ყაზბეგის“, „შავი ლომის“, „აისის“ და ასევე საქართველოში Heineken-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. გარიგების შედეგად კომპანიის შემსყიდველი ნიდერლანდებში რეგისტრირებული კორპორაცია Royal Swinkels-ი გახდა.

 ევროკავშირის მასშტაბით Royal Swinkels-ი ლუდის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. Royal Swinkels-ის უმსხვილეს ბრენდებს შორისაა Bavaria და Swinkels-ი.

ტრანზაქცია შედგება ერთობლივი კომპანიის მეშვეობით, რომელიც ნიდერლანდებში იქნება დაფუძნებული. Dutch Holdco-ში Georgia Capital-ი მინორიტარი აქციონერის სახით იქნება და აქციათა  20%-ს გააკონტროლებს, ხოლო Royal Swinkels-ი კომპანიის 80%-ის მფლობელი იქნება. 

შეთანხმების მიხედვით, Royal Swinkels-ი სამომავლოდ  Global Beer Georgia-ს დარჩენილი 20%-იანი წილის გამოსყიდვასაც შეძლებს.

როგორც Georgia Capital-ში განმარტავენ, ტრანზაქცია შეესაბამება GCAP-ის კაპიტალის  საინვესტიციო სტრატეგიას და წარმოადგენს  კერძო აქტივების სრული საინვესტიციო ციკლის კიდევ ერთ წარმატებულ ტრანზაქციას.

Georgia Capital-ის ინფორმაციით, Global Beer Georgia-ს 80%-იანი წილის რეალიზაციით მისაღები შემოსავლის მოცულობა 63 მლნ დოლარია. გარიგების საბოლოოდ გასაფორმებლად საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თანხმობაა საჭირო, რომელიც კომპანიამ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა მიიღოს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა