მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ლიმიტირებული დავალება: საქართველოს ბანკის მობილბანკში ინვესტორებისთვის ახალი შესაძლებლობა გაჩნდა

news image

საინვესტიციო სამყაროში სწორი ინსტრუმენტების ქონა წარმატების მიღწევისათვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკის მობილბანკში ინვესტორებისა და ტრეიდერებისთვის ახალი ფუნქციონალი დაემატა, რომელიც ლიმიტირებული დავალების (Limit Order) სახელითაა ცნობილი. ეს მძლავრი ინსტრუმენტი, რომელსაც პროფესიონალი ინვესტორები მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად იყენებენ, ქართულ სამომხმარებლო ბაზარზე პირველად გამოჩნდა და ის მხოლოდ საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.    

რა არის ლიმიტირებული დავალება?

ლიმიტირებული დავალება ინვესტორს აძლევს საშუალებას, რომ აქციის ყიდვის ან გაყიდვისას მიუთითოს მისთვის სასურველი ფასი და რაოდენობა. მაგალითად, შეიძლება გინდოდეს Apple-ის აქციის ყიდვა, თუკი მისი ფასი დაეცემა $200-მდე, ან გაყიდო უკვე მფლობელობაში არსებული Apple-ის აქციები, თუ მისი ფასი მიაღწევს $300-ს. ლიმიტირებული დავალების ფუნქციონალი ამ ბრძანების ავტომატურად შესრულების საშუალებას იძლევა, თუკი შენ მიერ წინასწარ განსაზღვრული პირობები შესრულდება, ანუ სასურველი აქციის ფასი სამიზნე ნიშნულს მიაღწევს.

როგორ მუშაობს?

აქტივის სასურველი ფასისა და რაოდენობის მითითების შემდეგ, შეგიძლია განსაზღვრო ვადა, რომლის განმავლობაშიც დავალება აქტიური იქნება. შეგიძლია დავალება დააყენო უახლოესი სავაჭრო სესიის დასრულებამდე ან აირჩიო კონკრეტული თარიღი 90 დღის ფარგლებში. თუ ამ პერიოდის განმავლობაში აქციის ფასი მიაღწევს მითითებულ ნიშნულს, დავალება ავტომატურად შესრულდება.

გასათვალისწინებელია, რომ დავალების შექმნის შემდეგ, მითითებული თანხა საინვესტიციო ანგარიშზე იყინება. მაგალითად, თუ საინვესტიციო ანგარიშზე $100 გაქვს, მხოლოდ ისეთი დავალებების შექმნა შეგეძლება, რომელთა ჯამური ღირებულება $100-ს არ აჭარბებს.

თუკი დავალება მითითებულ ვადებში ვერ შესრულდება ან თავად გააუქმებ მას, მაშინ გაყინული თანხა ანგარიშზე უკან დაბრუნდება.

რატომ უნდა გამოიყენო ლიმიტირებული დავალების ფუნქციონალი?

1. ლიმიტირებული დავალება გაძლევს საშუალებას, განსაზღვრო ზუსტი პირობები, რა დროსაც გინდა იყიდო ან გაყიდო სასურველი აქციები. ცხადია, ამის გაკეთება ტრადიციული მეთოდითაც შესაძლებელია, თუმცა ზუსტი ფასის დასაფიქსირებლად დიდი დრო და მოთმინებაა საჭირო, რადგან ლოდინი, შესაძლოა, რამდენიმე დღე დაგჭირდეს.

2. ლიმიტირებული დავალების საშუალებით აღარ გჭირდება ბაზრის მუდმივი კონტროლი და საფონდო ბირჟისთვის იმაზე მეტი დროის დათმობა, ვიდრე საჭიროა. განსაზღვრე სასურველი პირობები და სისტემა თავად იზრუნებს დანარჩენზე.

3. წინასწარ განსაზღვრული ფასების დონეების მითითებით, შეგიძლია უფრო ეფექტურად მართო რისკები, თავიდან აიცილო იმპულსური გადაწყვეტილებები და დარწმუნდე, რომ შენი ქცევა ზუსტად შეესაბამება შენს გრძელვადიან ფინანსურ მიზნებს.

საქართველოს ბანკის მობილბანკში ახლადდანერგილი ლიმიტირებული დავალების ფუნქციონალი მეტი კონტროლის, ავტომატიზაციისა და სიზუსტის შესაძლებლობას იძლევა, რაც საინვესტიციო პროცესს კიდევ უფრო მეტად ამარტივებს.

*გაითვალისწინე, რომ ეს ფინანსური რჩევა არ არის და საინვესტიციო გადაწყვეტილება დამოუკიდებლად უნდა მიიღო. 

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა