მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქვეყანას ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობენ

news image

ვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში ბრიტანელი ღვინის მაგისტრი, ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის ,,Swirl Wine Group“ ხელმძღვანელი სარა ებოტი და ღვინის პროფესიონალების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება.

ქართული ღვინის ინდუსტრიის გაცნობის ტურის ფარგლებში, სტუმრები  ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთი ეწვივნენ, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

მე აქ ვიმყოფები დიდი ბრიტანეთის ღვინის იმპორტიორების და ღვინის ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად. ისინი პირველად არიან საქართველოში, თუმცა ყველა ძალიან გამოცდილი ღვინის პროფესიონალები არიან. ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა თელავში, ქვევრის ღვინის მწარმოებელ ზაზა კბილაშვილთან სტუმრობით. ახლა ვართ რუისპირის ბიოდინამიურ ვენახში, რომელიც ძალიან საინტერესო  ჩვენი სტუმრებისთვის, რადგან ბევრი მათგანი უკვე იცნობს ბიოდინამიურ ვენახებ. ეს არის პირველი ქართული ბიოდინამიური ვენახი, რომელიც მათ ნახეს“ - აღნიშნა სარა ებოტმა.

ვიზიტის ფარგლებში, ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს, თბილისში,  სპეციალურად მათთვის გამართულ დეგუსტაციაზე, შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ  15 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს. ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა  B2B ფორმატშიც. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა  შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს ბრიტანელი პროფესიონალებისგან. აღნიშნულ ღონისძიებაზე,  საქართველოს ლანდშაფტისა და ტერუარების,  ქართული ღვინის ისტორიის და მევენახეობა-მეღვინეობის შესახებ პრეზენტაცია  მათთვის ღვინის ეროვნული სააგენტოს მრჩეველმა ირაკლი ჩოლობარგიამ ჩაატარა.

ქართული ღვინისთვის დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა