მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კვალიფიციური კადრი აგროსექტორის ძირითადი გამოწვევაა - ,,ბარაქა“

news image

ფერმერთა მომსახურების ცენტრში ,,ბარაქა“ აგრარული სექტორის გამოწვევებზე საუბრობენ.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც სექტორის განვითარებას აფერხებს, კომპანიის კომერციული დირექტორის სერგი მაღლაფერიძის შეფასებით, პროფესიული კადრის დეფიციტია.

როგორც ის Business Insider Georgia- თან ამბობს, დეფიციტი განსაკუთრებით აგრონომების მიმართულებით შეიმჩნევა.

ცნობილია, რომ ,, ბარაქა“ აგრონომების ახალი თაობის აღზრდაზეც ზრუნავს. გარდა ამისა, ფერმერებთან კონსულტაციებისა და ცოდნის ამაღლებაში აქტიურად არიან ჩართული მოწვეული აგრონომები, რომლებიც ფერმერებს სხვადასხვა აქტივობებს აცნობენ, აქვთ როგორც ონლაინ და სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე ფიზიკურ შეხვედრებს აწყობენ და ცოდნას უზიარებენ.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც ახალგაზრდა აგრონომების გადამზადების პროექტი დაიწყო, რომლის მიზანიც ქვეყანაში არსებული კვალიფიკაციური კადრების დეფიციტის შევსებაა. პროექტის ფარგლებში ათი ახალგაზრდა გადავამზადეთ, რომლებმაც თეორიული და პრაქტიკული კურსი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიარეს. უხვი მოსავლის მიღება გამოცდილი აგრონომების გარეშე შეუძლებელი.

ამ დროს მდგომარეობა რეალურად მძიმეა, აგრონომის სპეციალობით 7-8 კურსდამთავრებული ჰყავს ქვეყანას ყოველწლიურად, მეღვინეობას თუ არ ჩავთვლით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს მიმართულება პოპულარული გავხადოთ. ზოგადად დიდი გამოწვევაა ფერმერის ცოდნა-განათლება. ფაროსანა რომ არ ყოფილიყო, მოსავალი შეიძლება არც შეეწამლათ, სწორად არ იხარჯება თანხა და ბიზნესი არ არის რენტაბელური, ყველა ცდილობს მეტი შემოსავალი მიიღოს, მაგრამ მუშა პროცესი ხშირად არასწორია“, - აცხადებს სერგი მაღლაფერიძე.

აღსანიშნავია, რომ ,,ბარაქას“ მომსახურებით უკვე არაერთი მსხვილი, საშუალო თუ მცირე ფერმერი სარგებლობს. ინოვაციებზე დაყრდნობით კომპანიის ახალგაზრდა გუნდი ცდილობს, დაეხმაროს ფერმერებს სამომავლო მიზნების მიღწევაში და ხელს უწყობს სასოფლო-სამეურნეო სფეროს განვითარებას საქართველოში. ცნობისთვის, დღეს მდგომარეობით ქვეყანაში ,,ბარაქას" 13 ფილიალია, სადაც 121 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა