მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კვალიფიციური კადრების პოვნა რთულია - MERAKI-ს დამფუძნებელი ბაზარზე არსებულ გამოწვევებზე

news image

წარმოების ყველა ეტაპზეა შესაძლებელი, რომ გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდეთ, თუმცა ყველზე მწვავეა მწირი რესურსები და კვალიფიციური მუშა-ხელის პრობლემა, - ამის შესახებ Business Insider Georgia- თან„მერაკის" დამფუძნებელი, დიზაინერი ანუკა გვენცაძე აცხადებს.

„მწირი რესურსების გამო, ხშირად ვერ ვახერხებთ უფრო მასშტაბური შეკვეთების შესრულებას. ძალიან ბევრი თანამშრომელი დავიმატეთ კომპანიაში და გადავამზადეთ. იმისთვის, რომ ექსპორტზე გავიდეთ და მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ადამიანებს ინფორმაცია მივაწოდოთ, ამისთვის ახალი თანამშრომლების დაქირავება და გადამზადება დაგვჭირდა, რადგან შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები ბაზარზე ვერ ვიპოვეთ“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

მეორე გამოწვევა, რომელზეც MERAKI-ს დამფუძნებელი საუბრობს, ადგილობრივ ბაზარზე წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის დეფიციტია და ამ პრობლემის გადაჭრა იმპორტით შეძლეს.

„ჩვენ ადგილობრივ ბაზარზე არაფერს არ ვყიდულობთ და კოლექციების დასამზადებლად საჭირო პროდუქციის 100%-ით იმპორტს ვახდენთ. მანამდე დეფიციტის წინაშე აღმოვჩნდით რადგან მწირი იყო არჩევანი და რთული იყო კარგი ხარისხის ნედლეულის პოვნა“, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

„მერაკი“ (MERAKI) ხელნაკეთი ჩანთების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების ბრენდია. MERAKI-ის მაღაზია თბილისში, პეკინის 23-ში მდებარეობს. კომპანიის სამომავლო გეგმაშია ექსპორტიც, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა