მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნა

news image

ქუთაისის მდიდარ საგანმანათლებლო წარსულს ახალ სიცოცხლეს ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი შესძენს, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებზე მორგებული საგანმანათლებლო ჰაბი იქნება.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობებისა და განათლების პლატფორმა, რომელიც რიგით მეორეა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის შემდეგ, რომელიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაარსდა.  

ცენტრი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვას და შრომით ბაზარზე აქტიურ ინტეგრაციას.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი ოთხი მიმართულებით იმუშავებს, ესენია: უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, სამოქალაქო განათლების სწავლების გაძლიერება, სამეწარმეო ცოდნისა და უნარების განვითარება და პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების შეთავაზება.  

„ცენტრის მთავარი საგანმანათლებლო დარგები იქნება ტექნოლოგიები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, ავიაცია და ტურიზმი. ჩვენთან მოსულ ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა განათლება და ცოდნა მიიღონ ისეთი პედაგოგ-მასწავლებლებიდან, რომლებსაც აქვთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აკადემიური საქმიანობის გამოცდილება, ასევე,  მუშაობენ საერთაშორისო კომპანიებში. ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი იქნება სივრცე, სადაც ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნას, უნარებსა და შესაძლებლობებს გააძლიერებს, რაც ხელს შეუწყობს დასაქმების ზრდას და ინოვაციებს,“ განაცხადა ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ.

ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრი დროებით აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაშია განთავსებული.

მიმდინარე წლის შემოდგომიდან პროექტებზე რეგისტრაცია სრულიად  უფასოდ შეუძლიათ ქუთაისში მცხოვრებ ახალგაზრდებს. მეტი ინფორმაციისთვის კურსების შესახებ  გამოგვყევით Facebook-ზე: https://shorturl.at/kWcvo

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა