მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქუთაისი — ქართული ლიტერატურის მდიდარი წარსულისა და ნათელი მომავლის ქალაქი

news image

გიზიარებთ ბლოგს:  უძველესი ისტორია, გამორჩეული არქიტექტურა, იმერული სამზარეულოს დაუვიწყარი გემო და, რაც მთავარია, კულტურა. გასული ორი საუკუნის განმავლობაში ქუთაისი საქართველოში მიმდინარე კულტურული პროცესების უმნიშვნელოვანეს ცენტრად იქცა, რასაც 31 ოქტომბერს საერთაშორისო აღიარებაც მოჰყვა: ქუთაისი ლიტერატურის მიმართულებით იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქების სიას შეუერთდა.

ეს ახალი სტატუსი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ქუთაისი განსაკუთრებულად იზრუნებს ლიტერატურული პროცესების განვითარებაზე და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის საძირკველზე ქართული ლიტერატურის მომავლის შენებაში საკუთარ უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.

უმდიდრეს ლიტერატურულ საძირკველზე საუბრისას, რა თქმა უნდა, იმ მწერლებს, პოეტებსა და ლიტერატურულ პროცესებში ჩართულ ადამიანებს ვგულისხმობთ, რომლებიც საქართველოში ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ბატონობისას, ცენზურის ბორკილებშიც კი ზრუნავდნენ ხალხის განათლებასა და კულტურულ განვითარებაზე. ქუთაისი იყო ის ადგილი, სადაც საერთო იდეებით გაერთიანებული ადამიანები სწავლობდნენ, ქმნიდნენ და უკეთესი მომავლის იმედით ცხოვრობდნენ.

სწორედ ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა იმერეთში დაბადებული აკაკი წერეთელი, რომელმაც ბევრი ცნობილი მოთხრობისა თუ ლექსის შექმნის გარდა, “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებაშიც შეიტანა წვლილი. აღნიშნული ორგანიზაცია, თავის მხრივ, ეწეოდა მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო საქმეებს, ხსნიდა სკოლებს, გამოსცემდა წიგნებს და ხელს უწყობდა ქართული ლიტერატურის განვითარებით დაინტერესებულ ადამიანებს.

ქუთაისზე საუბრისას ვერც “წყალტუბოდან ქუთაისში მიმავალი ქარი” და ამ ცნობილი ლექსის ავტორი, “პოეტების მეფედ” წოდებული გალაკტიონი დაგვავიწყდება. გალაკტიონმა განათლება ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიიღო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი იქვე დასახლდა და მოღვაწეობდა. დაუსრულებლად  შეიძლება საუბარი “პოეტების მეფის” შემოქმედებაზე და მის გავლენაზე იმდროინდელ თუ თანამედროვე საზოგადოებაზე — დასკვნა კი ის იქნება, რომ გალაკტიონის გარეშე ქართული პოეზია ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.

“ცისფერყანწელებიც” ქუთაისში “დაიბადნენ” — 1916 წელს სწორედ აქ დაარსდა ქართველ სიმბოლისტ პროზაიკოსთა და პოეტთა გაერთიანება. ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე, გიორგი ლეონიძე, სანდრო ცირეკიძე და სხვები — “ცისფერყანწელები” და ქუთაისი იმდროინდელი გამორჩეულად მოაზროვნე ადამიანების თავშეყრის მთავარი ადგილი იყო. მათი მიზანი ქართული ლიტერატურის მოდერნიზაცია და ევროპული თანამედროვეობისთვის ფეხის აწყობაც კი იყო.

“ევროპა შემოაღებს კარებს და ამ დროს ჩვენ უნდა დავხვდეთ შეჭურვილი ეროვნული შემეცნებით, ეროვნულ კულტურის ყველა ფოლაქებ შეკრული, რომ იყოს მთავარი მორგვი, რომელზედაც მოეხვევა ახალი იდეები. ჩვენ ვიზამთ ამას. მაშინ იქნება ნამდვილი რენესანსი და ამ ეროვნულ აღორძინების სადღეგრძელოს სრუ-ლიად სერიოზულად ვსვამ ‘ცისფერ ყანწებით’”, — წერდა 1916 წელს ტიციან ტაბიძე.

რა თქმა უნდა, პროგრესისა და განათლებისკენ სწრაფვა საბჭოთა კავშირისთვის მიუღებელი იყო. ცენზურასთან ერთად საბჭოთა რეპრესიებიც გაძლიერდა, რასაც უამრავ ადამიანს შორის ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილიც შეეწირნენ. ამის მიუხედავად, “ცისფერყანწელების” შემოქმედებამ ქართულ ლიტერატურას წარუშლელი კვალი დაამჩნია  და მისი შემდგომი განვითარებაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა.

ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნებისა და უნიკალურობის შესახებ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მართალია, წარსულის გაკვეთილების გათვალისწინება და ჩვენი წინამორბედებისგან სწავლა მნიშვნელოვანია, თუმცა მომავლის ლიტერატურის შესაქმნელად თანამედროვე მიდგომების, სტილის, იდეებისა და ხმების განვითარებაზე ზრუნვა აუცილებელია. ქუთაისისთვის ლიტერატურის მიმართულებით იუნესკოს შემოქმედებითი ქალაქის სტატუსის მინიჭება კი ამ გზაზე გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა