მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

Kusa Food Balls - მალე ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი გამოჩნდება

news image

მალე ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი Kusa Food Balls გამოჩნდება, რომელიც მომხმარებლებს მჭადის საბეჭდი მანქანით დამზადებულ მჭადის სეტებს შესთავაზებს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მორდეხაშვილმა განუცხადა.

„ქართული ფასტფუდის კონცეფციის იდეა 15 წლის გაჩნდა. შემდეგ კი მოვიფიქრე ტექნოლოგია, რომლითაც შესაძლებელია საკვები ბურთულების მასობრივი წარმოება. 6 თვის წინ ამ იდეის რეალიზაცია დავიწყე. გავაკეთე წარმოება, სადაც ნახევარფაბრიკატებს ვამზადებთ და უკვე ვემზადებით ქართული ფასტ ფუდის გაყიდვის მიზნით თბილისში წერტილების გასახსნელად“, - ამბობს გიორგი მორდეხაშვილი.

როგორც Kusa Food Balls-ის დამფუძნებელი ამბობს, ქართული ფასტ ფუდის წარმოება სამომავლოდ მასშტაბური გახდება.

„შეგვიძლია დღეში 20 000 ბურთულა ვაწარმოოთ. ეტაპობრივად გავზრდით წარმოებას. შესაძლებელი გახდება პროდუქციის უცხოეთში გატანაც. ჯერ რა თქმა უნდა წარმოების განვითარება ადგილობრივი ბაზრიდან უნდა დავიწყოთ“, - ამბობს მორდეხაშვილი.

მისი თქმით, ეს კონცეფცია, ზუსტად იმ სტანდარტებით არის დაგეგმილი, რომელსაც უცხოური ცნობილი ბრენდები იყენებენ. ერთი სეტის საფასური კი, რომელშიც 6 ბურთულა შევა, საშუალოდ 8-12 ლარი იქნება.

„ვფიქრობ, რომ ქართული ფასტ ფუდის კონცეფცია ძალიან წარმატებული იქნება. აქამდე ეს ნიშა თავისუფალი იყო, რადგან ამ სეგმენტში ძირითადად უცხოეური ბრენდები არიან წარმოდგენილი. პროდუქტი ინოვაციურია და ვინც დააგემოვნა ყველას მოსწონს. დღეს გვაქვს ცხრა სახის ბურთულა. საბოლოო ჯამში წარმოებაში 16-ს ჩავუშვებთ“, - ამბობს Kusa Food Balls-ის დამფუძნებელი.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე თბილისში Kusa Food Balls-ის 40-მდე წერტილი გაიხსნება, შემდეგ კი კომპანია რეგიონებშიც გავა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა