მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

“კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ BARTA 2024-ზე კორპორაციული გამჭვირვალობის შესახებ ისაუბრა

news image

“კრისტალის” გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ პანელურ დისკუსიაში, რომელიც საუკეთესო წლიური ანგარიშისა დაგამჭვირვალობის კონკურსის BARTA 2024-ის ფარგლებში გაიმართა, კორპორაციული გამჭვირვალობის მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით, “კრისტალის” გამოცდილებაზე ისაუბრა.

დისკუსიაში მონაწილეობას მსოფლიო ბანკის, საქართველო ეროვნული ბანკის,  მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები იღებდნენ. მათ საქართველოში კორპორაციული გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე, BARTA-ს როლსა და იმ ნაბიჯებზე იმსჯელეს, რომლებიც საკითხის განვითარებისთვის სამომავლოდ უნდა გადაიდგას.

ილია რევიამ, როგორც BARTA-ს არაერთგზის გამარჯვებული, მსხვილი ფინანსური ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ღონისძიების დამსწრეებს “კრისტალის” გამოცდილება გაუზიარა. მან აქცენტი გააკეთა ფინანსური გამჭვირვალობისა და ღიაობის კუთხით კომპანიაში არსებულ პრინციპებზე და აღნიშნა, რომ ეს ფაქტორები განსაკუთრებულ როლს ასრულებს “კრისტალის” მაღალი სანდოობით გამორჩეული რეპუტაციის ფორმირებაში და მათი მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა მმართველობის ხარისხზე, მდგრადობაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და თავად ინვესტორების გადაწყვეტილებაზე.

“ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციისთვის გამჭვირვალობა და ღიაობა წარმატების საკვანძო ფაქტორებს წარმოადგენს. “კრისტალისთვის” ორივე მათგანი ფუნდამენტური ღირებულებებია და ამ პრინციპების მხარდაჭერა ჩვენს წინსვლაში უდიდეს როლს ასრულებს. საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსი BARTA საქართველოში 2019 წლიდან ტარდება და „კრისტალიმასში დაარსების დღიდან მონაწილეობს. კომპანიამ კონკურსის საპატიო ჯილდო წელს უკვე მეექვსედ მოიპოვა. რაც კიდევ მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს ჩვენს გუნდს. რა თქმა უნდა, მიკრობანკის ლიცენზიის მიღების შემდეგაც გამჭვირვალობისა და ღიაობის ერთგულები დავრჩებით”, - აღნიშნა პანელურ დისკუსიაზე ილია რევიამ.

“კრისტალი” საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის კონკურსზე BARTA 2024,  მსხვილი საფინანსო კომპანიის კატეგორიაში საპატიო ჯილდოს მფლობელი გახდა. ეს აღიარება კომპანიის სტაბილურ განვითარებას უსვამს ხაზს და ადასტურებს, რომ „კრისტალის“ გუნდისთვის ფინანსური გამჭვირვალობის მაღალი ხარისხი და ღიაობა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციულ ღირებულებას წარმოადგენს. ეს პრინციპები მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას ახდენს კომპანიაში არსებულ მმართველობის ხარისხზე, მის მდგრადობაზე, საინვესტიციო პოტენციალსა და თავად ინვესტორების გადაწყვეტილებაზე.

კონკურსი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის მიერ, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგების და აუდიტის რეფორმებისმხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან თანამშრომლობით იმართება

BARTA-ს მიზანი ქართული კომპანიების ანგარიშგების და გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლება, კომპანიებს შორის ჯანსაღიკონკურენციის ხელშეწყობა და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაა, მდგრადი და სისტემურიანგარიშგების მიმართულებით აღიარება ხელს უწყობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ინვესტორთა ნდობის მოპოვებას და კომპანიის საქმიანობით დაინტერესებულ პირებთან ღია და გამჭვირვალე კომუნიკაციას.

 

“კრისტალის” შესახებ:

კრისტალმა 2025 წლის 12 თებერვალს, საქართველოს ეროვნული ბანკისგან მიკრობანკის ლიცენზია მიიღო.

მიკრობანკის ლიცენზიის მიღებამდე, კომპანია  ქართულ საფინანსო ბაზარზე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსით ოპერირებდა. ლიცენზიის მიღებას კრისტალი 520 მილიონი ლარის სასესხო პორტფელით, 48 ფილიალში დასაქმებული 1 000-ზე მეტი თანამშრომლით და ქვეყნის მასშტაბით 105 000 -ზე მეტი უნიკალური მომხმარებებლით შეხვდა.

კრისტალის ისტორია 1998 წელს იწყება, მაშინ, როცა აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა მიერ   ადგილობრივი არაკომერციული ორგანიზაცია - საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ დაფუძნდა, რომელმაც წამოიწყო მიკრო დაკრედიტების საპილოტე პროგარამა. ფონდის სასესხო კაპიტალი მაშინ სულ რაღაც $10,000 დოლარს შეადგენდა. თითქმის 27 წლის მანძილზე ორგანიზაციამ ხანგრძლივი, გამოწვევებით და მრავალი წარმატებით სავსე პერიოდი გაიარა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა