მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ვეთანხმებით და გასაჩივრებას ვგეგმავთ - „სოკარ ჯორჯია“

news image

კონკურენციის სააგენტოს დასკვნას არ ვეთანხმებით და ვგეგმავთ, რომ გავასაჩივროთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმში“ განუცხადეს. 

„მედიიდან გავიგეთ, რომ დასახელებული კომპანიებიდან ზოგიერთი ასევე გეგმავს სარჩელის შეტანას სასამართლოში.
იმედი გვაქვს, მოგვეცემა ჩვენი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა და სამართლიან შედეგს მივაღწევთ“, - აცხადებენ კომპანიაში.

მანამდე, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების შესაძლო გასაჩივრების შესახებ კომპანია „ვისოლმა“ განაცხადა. 

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის ეროვნული სააგენტომ  საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა.

  • შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ - 450 590 ლარით;
  • სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“ - 693 576 ლარით;
  • შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“ - 1 073 859 ლარით;
  • შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ - 718 986 ლარით;
  • შპს „რომპეტროლ საქართველო“ - 987 886 ლარით.

ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. 

იგივე თემაზე: 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა