მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, www.dressup.ge-სთან პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა

news image

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, შპს „თრეიდლაინთან" www.dressup.ge პირობითი ვალდებულების შეთანხმება გააფორმა. საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, მოვაჭრეს დაევალა:

შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და  კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს; მომხმარებელს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით განსაზღვრული ინფორმაცია;

უზრუნველყოს საქონელზე გასაყიდი ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება; - მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია განათავსოს სავაჭრო  ვებგვერდზე www.dressup.ge და ყველა იმ პლათფორმაზე, სადაც მოვაჭრე კომერციულ საქმიანობას ახორციელებს;

ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; - შეიმუშავოს დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები და მისი მომხმარებლისათვის გაცნობის წესი; - აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, წარსულში მის მიერ კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად ზიანი მიადგა.

დრესაპ ჯგუფი საქართველოში ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და აქსესუარებით ვაჭრობის სექტორში  1994 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს როგორც მონობრენდულ, ასევე მულტიბრენდულ  100-მდე სხვადასხვა დასახელების მაღაზიას.

გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია, განხორციელებული ქმედებების შესახებ, 1 (ერთი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს.

ინფორმაციისთვის: მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის სექტემბრის ჩათვლით, სააგენტოში 401 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 227 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. აღნიშნულ პერიოდში სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 110 საქმეზე - 72 შეთანხმება გააფორმა. დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 27 დარღვევის ფაქტი - 41 საქმეზე, ხოლო 5 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს, 15 საქმეზე  ჯარიმა დაეკისრა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა