მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კონკურენციის სააგენტო სამშენებლო და სწრაფი მოხმარების პროდუქტების ბაზრებზე კონცენტრაციებს დათანხმდა

news image

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ  - დეველოპერულ ბაზარზე, „ანაგი დეველოპმენტ 2"-ის და „თეთრი კვადრატი ისანში" კონცენტრაციაზე და სწრაფი მოხმარების პროდუქტების ("FMCG") სექტორში „დიპლომატ ჯორჯიასა" და  "კანტის" კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

ერთ შემთხვევაში საკითხი ეხება - შპს „თეთრი კვადრატი ისანის" მიერ შპს „ანაგისგან" შპს „ანაგი დეველოპმენტ 2"-ის 50%-იანი წილის შესყიდვას. კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესწავლის მიზნით, სააგენტომ საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობის ბაზარი შეაფასა. მიღებული და დამუშავებული მასალის მიხედვით, აღნიშნული ბაზრის მოცულობამ, 2022 წელს, 8 084 435 501 ლარი შეადგინა, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 61.41-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შედეგად HHI 64,14-ია, ხოლო ინდექსის ცვლილება ΔHHI მიხედვით 2,73.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს და კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

რაც შეეხება მეორე კონცენტრაციას - შპს „დიპლომატ ჯორჯიას" მიერ შპს „კანტის" 75%-იანი წილის შეძენას. სააგენტომ კონკურენტული გარემო შეაფასა საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტისა და საბითუმო ვაჭრობის, ასევე, სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე.

საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტის ბაზარზე, 2022 წელს,  883 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის მოცულობა შეადგენს 368 159 584 ლარს, ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელი  ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 250,69-ი ფიქსირდება, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  HHI 252,32-ია, ხოლო კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI მიხედვით 1,64.

საკვები და სასმელი პროდუქტების საბითუმო ვაჭრობის ბაზარზე, 2022 წელს, 1106 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის  მოცულობა შეადგენს 4 562 139 613 ლარს, ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი(HHI) 213.54-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ,  HHI 232,75. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI 19.22.

სადისტრიბუციო მომსახურების ბაზარზე, 2022 წელს, 70 კომპანია მოქმედებდა, ბაზრის მოცულობა  შეადგენს 5 508 465 832 ლარს, HHI-ის მიხედვით 479.49-ია, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. კონცენტრაციის განხორციელების შემდეგ  HHI 498.39. კონცენტრაციის ინდექსის ცვლილება HHI - 18.90.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაადგინა, რომ შპს „დიპლომატ ჯორჯიას" მიერ შპს „კანტის"წილის შეძენით განხორციელებული კონცენტრაცია, კონკურენციის კანონმდებლობის შესაბამისად, არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

2023 წლის 6 თვეში, საქართველოში რეგისტრირებული 12 119  კომპანიის კონცენტრაცია იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 3 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ამ ეტაპზე, 1 დაგეგმილ კონცენტრაციასთან დაკავშირებით  სააგენტოში საქმისწარმოება მიმდინარეობს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა