მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კომპანიების ათეული, რომლებიც 2024 წლის II კვარტალში ტელევიზიებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ

news image

2024 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 17.9 მილიონი ლარი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიამ, „მაუწყებლობის შესახებ" კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის" „რუსთავი 2"-ის, „მთავარი არხის", „პოსტვ"-ის, „ფორმულას", „ტვ პირველისა" და „ჯი-დი-ეს თი-ვი"-ის დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტი გადაუხადეს. 2024 წლის II კვარტალში „ტელეიმედს" 161 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც ყველაზე მეტი - 100 000-დან 500 000 ლარამდე „Henkel Central Asia Caucasus LLP"-მა, „პსპ ფარმა"-მ, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია"-მ, „დიპლომატ ჯორჯია"-მ, „აიდიეს ბორჯომი თბილისმა", „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში"-მა, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ", „ავერსი ფარმა"-მ, „საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ" და „გლობალ ბიერ ჯორჯია"-მ დახარჯეს. „რუსთავი 2"-ს (მედია ჰოლდინგი) 2024 წლის მეორე კვარტალში სულ 156 დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც 100 000-დან 500 000 ლარამდე „პსპ ფარმა"-მ, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია"-მ, „ავერსი ფარმა"-მ და „ვიმ ბილ დან საქართველომ", ხოლო 50 000-დან 100 000 ლარამდე - „შპს ორთაჭალა გეითი"-მა, „ჯი ემ ფარმასიუთიქალს"-მა, „აიდიეს ბორჯომი თბილისმა" „მარტინ პამაჩ"-მა, „FICOSOTA"-მ და „ლაქტალის ჯორჯია"-მ გადაიხადეს. „მთავარ არხს" ამავე პერიოდში სულ 68 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც 100 000-დან 500 000 ლარამდე "კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია"-მ, „პსპ ფარმა"-მ, „დიპლომატ ჯორჯია"-მ, „ავერსი ფარმა"-მ და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ დახარჯეს. 50 000-დან 100 000-მდე გადაიხადეს „ბერლინ ჰემი/ა. მენარინი დისთრიბუშენ ჯორჯია"-მ და „ჯი ემ ფარმასიუთიქალს"-მა, ხოლო კომპანებს, რომლებმაც მაუწყებელს 7 000-დან 50 000-მდე ლარი გადაუხადეს „Henkel Central Asia Caucasus LLP", "ვიმ ბილ დან საქართველო" და „საქართველოს უნივერსიტეტი" წარმოადგენენ. „პოსტვ"-ისთვის რეკლკამის დამკვეთების რაოდენობა 2024 წლის II კვარტალში 45 იყო, აქედან კი ყველაზე მეტი - 100 000-დან 500 000 ლარამდე „შპს ჯეოკეპ"-მა, „სადისტრიბუციო კომპანიამ", „შპს ბუნებრივმა აირმა" „სტერეო+"-მა და „რესპუბლიკამ" გადაიხადეს. 50 000-დან 100 000-მდე დახარჯეს „ქართული რძის პროდუქტებმა", ასევე, „ტიფლის ფაბ"-მა, და „ფალავანმა". „ნესტლე საქართველომ" და „არქი პრომოუშენმა" კი მაუწყებელს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში გადაუხადეს. ტელეკომპანია „ფორმულას" ამავე პერიოდში 48 დამკვეთი ჰყავდა. დამკვეთ კომპანიებს, რომლებმაც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადეს „შპს ქონთენთ მენეჯმენტ ქომფანი" და „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯია" წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000-მდე გადაიხადეს „პსპ ფარმა"-მ, „შპს პეტრა სი რეზორტ"-მა და „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა". რაც შეეხება „თეგეტა მოტორსს", „ჩინური მედიცინის ცენტრს", „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში", „შპს ორთაჭალა გეითს" და მამუკა ხაზარაძეს, მათ „ფორმულაზე" რეკლამაში 7 000-დან 50 000 ლარამდე დახარჯეს. „ტელეკომპანია პირველს" მიმდინარე წლის II კვარტალში 55 რეკლამის დამკვეთი ჰყავდა, საიდანაც „პსპ ფარმა"-მ და „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"-მ ყველაზე მეტი - 100 000-დან 500 000-მდე ლარი გადაიხადეს. 50 000-დან 100 000-ის ფარგლებში დახარჯა „სან პეტროლეუმ ჯორჯია"-მ, ხოლო იმ კომპანიების ჩამონათვალი, რომლებმაც მაუწყებელს 7 000-დან 50 000-მდე გადაუხადეს, შემდეგია: „შპს პირველი მეღვინეობა", „ჩინური მედიცინის ცენტრი", „დრიმლენდ ოაზისი", „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში", „ნოვა", „დიპლომატ ჯორჯია" და „თ და კ რესტორნები". ხოლო რაც შეეხება „ჯი-დი-ეს თი-ვი"-ს, ამავე პერიოდში მათი რეკლამის დამკვეთების რაოდენობა სულ 42 იყო, საიდანაც 50 000-დან 100 000 ლარამდე „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია"-მ და „Henkel Central Asia Caucasus LLP"-მა დახარჯეს. 7 000-დან 50 000-მდე გადაიხადეს „აიდიეს ბორჯომი თბილისმა", "FICOSOTA"-მ, „საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ", „ლაქტალის ჯორჯია"-მ, „დიპლომატ ჯორჯია"-მ, „Egis Pharmaceuticals PLC"-მა, „იბერია რეფრეშმენტს"-მა და „ბერლინ-ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში"-მ.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა