მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

კოკა-კოლამ თანამშრომლების დაჯილდოვება ტრადიციად აქცია

news image

7 მარტს „კოკა-კოლა“ წლის თანამშრომლებს მეორედ დააჯილდოებს. საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება პირველად კომპანიაში 2023 წელს გაიმართა და ღონისძიება მას შემდეგ ყოველწლიური გახდა.

წლის თანამშრომლის სტატუსის მოპოვება, წარმატებული საქმიანობის გარდა, რომელიც კონკრეტული შედეგებით განისაზღვრება, კომპანიაში მუშაობის ხანგრძლივობის კრიტერიუმითაც ხდება.

 „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტის თემურ ჭყონიას გადაწყვეტილებით, საუკეთესო თანამშრომლების დაჯილდოება ყოველ წელს მოხდება, რაც თავის მხრივ „კოკა კოლას“ საწარმოში დასაქმებულთათვის ერთგვარი მოტივაცია გახდება.

მნიშვნელოვანია, რომ კომპანია აღნიშნული კულტურის დანერგვაზეა ორიენტირებული. თავის მხრივ, ამ ახალი ინიციატივით მკვდრდება ტრადიცია, რომლის მიზანიცაა თანამშრომლების მიერ გაწეული შრომის კიდევ უფრო დაფასება.

„კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია“ მოტივირებულია, რომ სულ უფრო მეტი კმაყოფილი თანამშრომელი ჰყავდეს.

2023 წელს „წლის თანამშრომლების“ საპრიზო ფონდისთვის 40,000 ლარი გამოიყო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს საუკეთესო შედეგების მიხედვით დაჯილდოვდნენ  „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომლები მძღოლებისა და გაყიდვების გუნდიდან. 

თხუთმეტმა თანამშრომელმა ფულად ჯილდოსთან ერთად „კოკა-კოლას“ ბოთლის სიმბოლური ოსკარიც მიიღო.

 

კოკა კოლას შესახებ: „კოკა კოლა“ ქართულ ბაზარზე 1993 წლის 30 ივნისში შემოვიდა, რაც აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში საერთაშორისო ბრენდის შემოსვლის ერთ-ერთი პირველი შემთხვევა იყო. საქართველოში კოკა-კოლას პირველი ქარხანა იმავე წელს ფრენშაიზინგული ხელშეკრულების  საფუძველზე გაიხსნა. 2020 წლის აპრილიდან კი, წარმოება ნატახტარში გადავიდა. რისთვისაც კომპანიამ გერმანიის საინვესტიციო კორპორაციისგან (DEG), 18 მილიონი ევროს დაფინანსება მიიღო.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა