მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

"კოკა-კოლა" საქართველოში 31 წლის გახდა

news image

,,დღეს ჩვენი დაბადების დღეა! გასული წლების განმავლობაში თქვენთან ერთად უამრავი დაუვიწყარი დღე გავატარეთ და ბევრი ჯადოსნური ემოციითაც დავიმუხტეთ. კოკა-კოლას მაგიური, საშობაო ქარავნით წელსაც მთელი საქართველო მოვიარეთ და როგორც პატარებს, ისე დიდებს გულის ცემა ერთნაირად ავუჩქარეთ. კოკა-კოლას წლევანდელი დაუვიწყარი თავგადასავლების განმავლობაში უამრავი საინტერესო აქტივობა განხორციელდა, რომელთაგანაც ჩვენთვის განსაკუთრებულად საამაყო საქართველოს ეროვნული ნაკრების დაუღალავი ქომაგობა და ისტორიული წარმატებაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურებისა და სხვა უამრავი პრიზის გათამაშებაც ჩვენთვის უდიდეს ბედნიერებასთან ასოცირდება. საგულდაგულოდ მოწყობილ კოკა-კოლას ფანზონებში, თქვენთან ერთად ვგულშემატკივრობდით, ვნერვიულობდით, ვიცინოდით, ვღელავდით, იმედს არ ვკარგავდით, სიხარულისგანაც კი ვტიროდით და შედეგმაც არ დააგვიანა - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად გავიდა, მეტიც, დღეს მერვედ ფინალშიც კი იბრძოლებს. რთული გამოსაცნობი არაა, რომ წლევანდელი დაბადების დღის სურვილად ჩვენი ნაკრების წარმატება და თქვენთან ერთად მეტი ჯადოსნური მომენტი ჩავიფიქრეთ. გახსოვდეთ, რომ კოკა-კოლასთან ერთად ყველაფერი უფრო სასიამოვნო და ჯადოსნურია!", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 

 

ცნობისთვის, სს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“  1996 წლის 23 აპრილს დარეგისტრირდა როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება (შპს).  2022 და 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით კომპანიას ფლობდა 16 ინდივიდუალური აქციონერი. კომპანიის ძირითადი აქციონერი (87.47%) და საკონტროლო პაკეტის მფლობელი არის თემურ ჭყონია. დანარჩენ აქციებს ფლობენ კომპანიის თანამშრომლები (8.04%) და სხვა პირები (4.49%). 

კომპანიის საქმიანობა მოიცავს კოკა-კოლას ბრენდის პროდუქციის წარმოებასა და ბოთლებში ჩამოსხმას საქართველოში სადისტრიბუციოდ და გასაყიდად. კომპანია ასევე ფლობს სასტუმრო „ჯორჯიან პალას ჰოტელს“ ქობულეთში, შავი ზღვის სანაპიროზე. 2018 წლის 1 მაისს, ჯგუფის სასტუმროს ბიზნესი მის აქტივებთან ერთად იჯარით გადაეცა ერთობილი კონტროლის ქვეშ მყოფ კომპანიას (შენიშვნა 8).

კომპანიამ გადაიტანა საწარმო და ადმინისტრაციული ოფისი ნატახტარში. ყველა საწარმო ხაზი ახალ ქარხანაში ოპერირებდა 2020 წლის ივლისიდან, ხოლო ადმინისტრაციული შენობა 2020 წლის სექტემბრიდან. ჯგუფმა ძველი საწარმო მიწასთან ერთად დააკლასიფიცირა, როგორც საინვესტიციო ქონება (შენიშვნა 8) და მისი განვითარებისთვის აქვს აქტიური გეგმები.

The Coca-Cola Company-სთან (“TCCC“), Coca-Cola Export Corporation-სა და Sweppers Holding Limited-თან ჩამოსხმისა და სხვა შეთანხმებების შესაბამისად კომპანია TCCC-ის სავაჭრო ნიშნიან პროდუქციას აწარმოებს, ფუთავს და მის დისტრიბუციას ახორციელებს საქართველოში, ხოლო TCCC ნაწილობრივ არის პასუხისმგებელი TCCC-ის სავაჭრო ნიშნიანი ისეთი პროდუქციის მარკეტინგზე, როგორიცაა: Coca-Cola, Coca-Cola Zero, Coca-Cola Without Sugar, Fanta, Fanta Tropic, Schweppes, Sprite, Mtis, Burn და Fuse Tea. TCCC ასევე პასუხისმგებელია შესაბამისი კონცენტრატებითა და სასმელებით კომპანიის მომარაგებაზე. ამასთან, კომპანიას აქვს გაყიდვის უფლება თუნუქის და მინის ქილებში ჩამოსხმული სასმელის აზერბაიჯანსა და სომხეთში. TCCC-თან პირველ შეთანხმებას ხელი მოეწერა 1993 წელს და მას შემდეგ შეთანხმების მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდება (ნახევარ წელიწადში ან წელიწადში ერთხელ, დაწყებული 2008 წლიდან).

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა