ხვალ, ფინანსთა სამინისტრო ფასიანი ქაღალდების აუქციონებზე 70 000 000 ლარის სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს
2024 წლის 3 დეკემბერს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მორიგი აუქციონები გაიმართება. სახელმწიფო ხაზინის ინფორმაციით, უწყება აუქციონებზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 6 თვის ვადიანობის მქონე სახაზინო ვალდებულებებს და პირველადი დილერების საპილოტე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ, 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების, 3.1 წლის ნარჩენი ვადიანობის მქონე სახაზინო ობლიგაციებს განათავსებს.
მოცემულ სახაზინო ობლიგაციების აუქციონში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიერ შერჩეულ პირველად დილერებს, რომელთაც პირველადი დილერის სტატუსი მიენიჭათ ფინანსთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და პირველად დილერს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები