მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების ქართული ბრენდი ,,კოსმო“ დანიის ბაზარზე გავიდა

news image

დაახლოებით ერთი კვირის წინ ,,კოსმოს“ ჩანთები და აქსესუარები ექსპორტზე დანიაში გავიდა. ქართული ბრენდი გლობალურ ბაზრებზე საკმაოდ ცნობილია, თუმცა დანიის მიმართულება განსხვავდება იმით, რომ ბაზარი უფრო მასშტაბურია.

როგორც ,,კოსმოს“ თანადამფუძნებელი სოფი მუხულიშვილი Business Inisder Georgia- თან ამბობს, წარმოების 3-ჯერადი ზრდა მოუწევთ, რომ დანიის ბაზრის უწყვეტი მიწოდება უზრუნველყონ, რაზეც მუშაობა ფაქტობრივად დაწყებულია.

„2023 წელი საკმაოდ აქტიური და ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი საწარმოსთვის. გარდა იმისა, რომ ახალი ფილიალი გავხსენით, დანიის სახით ძალიან კარგი პარტნიორი შევიძინეთ. პირველი საექსპორტო პროდუქცია დანიაში წინა კვირას გავგზავნეთ.  მეორე ნაწილს ახლა ვუშვებთ.

ჩანთებს ვქმნით კოლაბორაციით დანიელ პარტნიორთან. ექსპორტზე ისედაც გავდიოდით, ასეთი მსხვილი პარტნიორი დიდი მიღწევაა როგორც  ჩვენი კომპანიისთვის, ასევე ასევე მთლიანად საქართველოსთვის. ახლა აქტიურად ვმუშაობთ, რომ წარმოება გავაფართოოთ, რომ სტაბილური მიწოდების მხრივ პრობლემა არ შეიქმნას. რა შეკვეთებზეც რეალურად არის მოთხოვნა, შეუძლებელია, ჩვენმა წარმოებამ შეასრულოს. 3-ჯერ მაინც უნდა გავზარდოთ წარმოება, რათა ,,კოსმოს“ პროდუქციის მიმართ მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - ამბობს სოფი მუხულიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ,,კოსმოს“ ბრენდით ხელნაკეთი ჩანთები და აქსესუარები საქართველოში 2015 წელს გამოჩნდა, თუმცა კომპანიის ბიზნეს-მოდელი მალევე გასცდა ხელნაკეთი ნივთების ნიშურ საზღვრებს, ჩამოყალიბებული საწარმოს ფორმა მიიღო და საკუთარი პროდუქცია მომხმარებლებს ონლაინ-რეჟიმშიც შესთავაზა.

დღეს „კოსმო“ საქართველოში ხელნაკეთი აქსესუარების ყველაზე დიდ კომპანიას წარმოადგენს და 7 ფილიალს ფლობს, სადაც ნატურალური ტყავით დამზადებული აქსესუარების ყველაზე დიდი არჩევანი და სასაჩუქრე ნაკრებებია წარმოდგენილი.

„კოსმო“ 155 დასახელების პროდუქციას ქმნის, რომელზეც მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. საწარმოში სტაბილურად 60 ადამიანია დასაქმებული.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა