მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

„ქართული ლუდის კომპანია“ პირველი კომპანიაა, რომელმაც სადისტრიბუციო ავტოპარკის ელექტრომობილებით სრულად ჩანაცვლების პროცესი დაიწყო

news image

სს „ქართული ლუდის კომპანია“ ნულოვანი ემისიის მიზნის მისაღწევად საკუთარ ავტოპარკს ცვლის და დიზელზე მომუშავე ავტომობილებს ელექტრომობილებით ანაცვლებს. 
როგორც Business Insider Georgia-სთან „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორი კახაბერ კოტრიკაძე განმარტავს, „ქართული ლუდის კომპანია“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც საკუთარი ავტოპარკის 100%-ით ელექტრომობილებით შევსების გადაწყვეტილება მიიღო და გეგმის აღსრულებას შეუდგა კიდეც. ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიის მიზანს სრულიად „მწვანე“ ავტომობილებით ოპერირება წარმოადგენს.
„ქართული ლუდის კომპანიის“ სადისტრიბუციო ავტოპარკის  განახლების პირველი ეტაპი დასრულებულია და  თბილისში 20 ელექტრომობილი „ზედაზენის“  სადისტრიბუციო ქსელს უკვე ემსახურება.
საქართველოში ვართ პირველი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა, რომ უახლოეს პერიოდში საკუთარი ავტოპარკი 100%-ით ეკომეგობრული  გახადოს  და გადავიდეს ნულოვანი ემისიების ელექტრომობილებზე.
საწყის ეტაპზე შემოვიყვანეთ 20 ელექტრომობილი, სექტემბრის ბოლომდე ჩვენს სადისტრიბუციო ქსელს კიდევ 20 ელექტრომობილი დაემატება. ამ მოცემულობით გამოვა, რომ 2024 წლის ბოლომდე მხოლოდ თბილისის სადისტრიბუციო ავტოპარკი 80%-ით იქნება განახლებული.  პარალელურად გავაგრძელებთ რეგიონების სადისტრიბუციო ავტომობილების ელექტრომობილებით ჩანაცვლებას.  არსებული გეგმით, 2025 წლის ბოლომდე კომპანიის ყველა სადისტრიბუციო ავტომობილი იქნება განახლებული და ყველა ავტომობილი იქნება ელექტრო.
„ქართული ლუდის კომპანია“ მიისწრაფვის ეკომეგობრული კომპანიის სტატუსისთვის და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისეთი ახალი ტექნოლოგიები დანერგოს, რითაც გარემოზე ზემოქმედება მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
კახაბერ კოტრიკაძის თქმით, სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ ელექტრომობილებზე გადასვლა ფინანსურადაც საკმაოდ მომგებიანი პროექტია, რადგანაც კომპანიის ხარჯებში დისტრიბიციას საკმაოდ დიდი წილი აქვს.
„სადისტრიბუციო ავტომობილების პარკის 100%-ით ელექტრომობილებით დაკომპლექტება კომპანიისთვის საკმაოდ ეფექტური და გონივრული გადაწყვეტილებაა. ჩვენთვის, კვლავ და კვლავ,  პრიორიტეტია, რომ ვიყოთ ინოვაციებზე ორიენტირებული კომპანია და სწრაფად და ადეკვატურად ვპასუხობდეთ მსოფლიო გლობალურ გამოწვევებს“, - განმარტავს კოტრიკაძე.
რაც შეეხება ელექტრომობილების დამტენებს, საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული დამტენი სადგურების  რაოდენობა, სრულად პასუხობს მოთხოვნას. ცხადია, მათი რაოდენობა ეტაპობრივად ავტომობილების მატების პარალელურად გაიზრდება .

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა