მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქართული კარტოფილის ჩიფსი FRIXX -ი სომხეთის ბაზარზე შედის

news image

კომპანია „ველინგტონი“, რომელიც რამდენიმე საწარმოო ბრენდს აერთიანებს, რომელთა შორის ჩიფსი ფრიქსი • FRIXX-ცაა მალე პროდუქციას სომხეთში გაიტანს.

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანია „ველინგტონის“ კომერციულმა დირექტორმა ირაკლი ქურდაძემ განაცხადა, FRIXX მომხმარებელს კარტოფილის ჩიფსის ხუთ გემოს სთავაზობს: აჯიკა, ბარბექიუ, კლასიკი, ტარხუნა და ყველი.

„7 წელია ბაზარზე ვართ და ვაწარმოებთ 5 სახეობის ჩიფსს. ჩვენს მიერ წარმოებული ჩიფსი FRIXX-ი ექსპორტზე გაგვაქვს აზერბაიჯანში და მალე სომხეთშიც დავიწყებთ. დღეისათვის ჩვენი გაყიდვების 80%-ი ლოკალურ ბაზარზე მოდის და 20%-ია ექსპორტი. თუმცა, სამომავლოდ, ადგილობრივი ბაზრის წილი იქნება 70%-ი, ხოლო აზერბაიჯანისა და სომხეთის 30%-ი. 

დუბაიში გამართული საკვებისა და სასმელის საერთაშორისო გამოფენიდან Gulfood 2024 გაქვს სწორედ სომხეთის კონტრაქტი. ანუ გამოფენაზე დაიწყო მოლაპარაკებები და შემდგომ, ძალიან მალე შევთანხმდით“, - აღნიშნა  ირაკლი ქურდაძემ.

როგორც კომპანიის კომერციული დირექტორი ამბობს, ჩიფსის წარმოებისთვის საჭირო კარტოფილის 80%-ს კომპანია საკუთარი მეურნეობიდან იღებს, ხოლო 20%-ს ახალციხეში ფერმერებიდან იბარებს. 

„ჩვენ გაქვს ასევე ჩვენივე მეურნეობა ბოლნისში, სადაც ხდება კარტოფილის მოყვანა. დაახლოებით 80%-მდე ჩვენივე მოხმარების კარტოფილი მოგვყავს და ასევე გვაქვს ახალქალაქში მიმღები ბაზა და სასაწყობე მეურნეობა, სადაც ხდება იმ 20%-ი კარტოფილის კონტრაქტორი ფერმერებიდან ჩაბარება. 

ჩიფსის წარმოებას სჭირდება განსხვავებული ჯიშის კარტოფილი, რომელიც სასურსათო კარტოფილისგან განსხვავებით უფრო მაღალ ხარისხიანია.

„დაზოგვა იმ კუთხით არის, რომ ჩვენს მეურნეობაში ჰექტარზე 3-ჯერ მეტი მოსავლიანობა გაქვს ვიდრე საშუალო ჰექტრული მოსავლიანობაა საქართველოში. ეს რა თქმა უნდა გვიზოგავს. თუმცა გარდა დაზოგვისა მნიშვნელოვანია სტაბილური მოწოდება წლის განმავლობაში. მოსავლის აღება ხდება წელიწადში 2-ჯერ. პირველი მოსავალი არის ივლისში საადრეო ზონაში ანუ ბოლნისში, ხოლო შემდეგ ეს კარტოფილი 8-9 თვის განმავლობაში ინახება სპეციალურ სასაწყობე მეურნეობაში, რომელიც გერმანული ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. მეორე მოსავალი უკვე არის ახალციხის ზონაში სექტემბერ-ოქტომბერში და იქვე ხდება შენახვა 9-10 თვის განმავლობაში და შემდეგ უკვე ნედლეული წარმოებას ეტაპობრივად მიეწოდება“, - განაცხადა FRIXX-ის მწარმოებელი კომპანია კომპანია „ველინგტონის“ კომერციულმა დირექტორმა. 

მისივე განმარტებით, კომპანიამ 2023 წელს 2022 წელთან შედარებით 24%-იანი ზრდა აჩვენა, როგორც წარმოებაში, ისე გაყიდვებში. კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, FRIXX-ს ბაზრის წილს 28-30%-ი უკავია. ირაკლი ქურდაძე FRIXX-ის უპირატესობებზეც საუბრობს და იმ მიზეზებს ასახელებს თუ რატომ უნდა მიანიჭოს მომხმარებელმა უპირატესობა საქართველოში წარმოებულ FRIXX-ის ჩიფსებს.

„პირველი იმიტომ, რომ FRIXX-ი არის საქართველოში წარმოებული ჩიფსი, ერთადერთი წარმოებაა, რომელიც იყენებს მხოლოდ ადგილობრივ კარტოფილს. პლუს მომხმარებელს ვისაც აქვს პატრიოტული სულისკვეთება შეუძლია, რომ ქართულ წარმოებას მხარი დაუჭიროს და შეიძინოს FRIXX-ი და საქართველოს ეკონომიკაში დატოვოს ფული და არა ეს ფული წავიდეს ძირითად კონკურენტებთან, იგივე რუსული ჩიფსი, თურქული ჩიფსი.

მეორე ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ არ ვიყენებთ წარმოებაში ქიმიურ დანამატებს. მაგალითად იგივე იმპორტირებულის შემთხვევაში ამ ჩიფსებს ემატება სხვადასხვა ქიმიური საშუალებები, რომელიც არის ფერის მიმცემი და ვადის გამახანგრძლივებელი. ჩვენ ჩიფსებს თუ დააკვირდებით ნახავთ, რომ ვადა აქვს მხოლოდ 6 თვე, რას ნიშნავს, რომ ახალია. სხვა შემთხვევაში იმპორტული ჩიფსები არის 1 წლიდან 1,5 წლამდე ვადით.

გარდა ამისა, იმპორტისგან განსხვავებით წარმოების დაწყებიდანვე ვიყენებთ მხოლოდ მზესუმზირის ზეთს. ესეც უნიკალურია ამ პროდუქტში, რადგანაც სხვა ალტერნატიული ჩიფსების მწარმოებლები, იმპორტიორები არც ერთი არ იყენებენ მზესუმზირის ზეთს. გამომდინარე იქიდან, რომ როგორიცაა პალმის ზეთი და პალმის ცხიმი ბევრად იაფია. შესაბამისად თვითღირებულებაც იაფია. ჩვენი კომპანიის პოლიტიკა თავიდანვე იყო ის, რომ მზესუმზირის ზეთზე დამზადებული ქართული კარტოფილის გამოყენებით გაგვეკეთებინა წარმოება. მესამე, 20%-ით იაფია ძირითად კონკურენტებთან შედარებით“, - აღნიშნა ირაკლი ქურდაძემ.

Business Insider Georgia-სთან კომპანია „ველინგტონის“ კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ მალე სხვა ბრენდის ქვეშ დაიწყებენ ტალღოვანი ჩიფსების წარმოებას.

ხოლო რაც შეეხება FRIXX-ის ექსპორტის ზრდას კომპანია აზერბაიჯანთან აწარმოებს მოლაპარაკებას, ხოლო ახალ ბაზრებზე შესასვლელად კი მოლაპარაკებებია ​უზბეკეთთან, ყაზახეთთან და ისრაელთან.

„ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან არის დიდი ინტერესი, მაგრამ ტრანსპორტირება იმდენად გართულებულია, რომ ნაკლებად რეალისტია ვიდრე მეზობელი და შუა აზიის ქვეყნები“, - აღნიშნა „ველინგტონის“ კომერციულმა დირექტორმა.

FRIXX საქართველოს ბაზარზე 2015 წლის მარტის ბოლოს გამოჩნდა. პროდუქტს უნიკალური გემო, ხარისხი და წარმოების ტექნოლოგია გამოარჩევს, რაც ადგილობრივი ნედლეულისა და ევროპული სტანდარტების დამსახურებაა.

FRIXX მხიარულებისა და გართობის მოყვარული ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი. ბრენდის მთავარი პროდუქტი ქართული კარტოფილით დამზადებული ჩიფსია. FRIXX რამდენიმე სიტყვის კომბინაციაა: [Free + Fries + Freaks] = [თავისუფლება + კარტოფილი ფრი + ფრიკები]. რაც შეეხება ლოგოს, მასზე მთებია გამოსახული წარწერით „CAUCASUS CHIPS“. FRIXX „კავკასიის მთების“ ჩიფსია და მისი ექსპორტი კავკასიის სხვა ქვეყნებშიც იგეგმება.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა