მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7041.9
-0.0066
flag
AZN 1.6153
-0.0004
flag
CNY 38.015
-0.0048
flag
EUR 3.1219
0.0114
flag
GBP 3.6668
0.0025
flag
KZT 53.35
-0.0007
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7467
-0.0006

ქართული ღვინო არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის - ჩინელი ღვინის პროფესიონალი

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის „Meiburg Wine Media’’ ორგანიზებით, საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 14 კაციანი ჯგუფი სტუმრობდა.

ტურის ფარგლებში, ჯგუფის წევრებმა, რომლის შემადგენლობაში სომელიეები და იმპორტიორები შედიოდნენ,  ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები დაათვალიერეს, დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო.

თბილისში სტუმრებისთვის  სპეციალური დეგუსტაცია (Walkaround Tasting) გაიმართა, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანიის ღვინოების იყო წარმოდგენილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ირაკლი ჩოლობარგიამ სტუმრებს ქართული ღვინის ისტორიის, თანამედროვე ინდუსტრიის, ქართული ვაზისა და ღვინის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

„ვფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს აქვს დიდი მომავალი და პოტენციალი. ქართული ღვინო უნიკალურია, იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ღვინის დაყენებისა და წარმოების განსაკუთრებული ტრადიცია, როგორიც არის ქვევრის ქარვისფერი ღვინის დაყენების განსხვავებული მეთოდი. ეს არის უნიკალური მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის“, - აღნიშნა ჯგუფის წევრმა, დორიან ტანგმა.

დორიან ტანგი ერთ-ერთია „Meiburg Wine Media”-ის მიერ „ქართული ღვინის საგანმანათლებლო პროგრამის“ ფარგლებში მომზადებული ხუთ ღვინის პროფესიონალს შორის, რომლებიც, 2022 წლიდან, ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით,  აზიის ქვეყნებში სემინარებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებს ატარებენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით,   2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ჩინეთის ბაზარზე მარკეტინგულ კომპანიასთან „Meiburg Wine Media“ და ღვინის მაგისტრ ქესიდი დარტთან თანამშრომლობს. 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ყველა სიახლე
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა