მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7022.7
-0.0128
flag
AZN 1.6174
-0.0012
flag
CNY 37.678
0.0001
flag
EUR 3.1249
-0.0025
flag
GBP 3.6389
-0.0123
flag
KZT 52.57
0.0004
flag
TRY 0.0721
-0.0001
flag
USD 2.7503
-0.002

ქართული ღვინის წარდგენა იაპონიის დედაქალქ ტოკიოში გაიმართა

news image

ღვინის ეროვნული სააგენტოს და იაპონური საერთაშორისო კონკურსის „SAKURA Japan Women's Wine Awards“ მხარდაჭერით, ქალაქ ტოკიოში ქართული ღვინის წარდგენა გამართა. ღონისძიება ორ ნაწილს მოიცავდა: ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას და ქართული ღვინისა და იაპონური სამზარეულოს შეხამების მასტერკლასს. 
ქართული ღვინის დეგუსტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე, ხოლო პრეზენტაციას სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თამთა ყველაიძე უძღვებოდნენ. 
ტოკიოში გამართულ ღონისძიებას  იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეიმურაზ ლეჟავა დაესწრო.
ანა გოდაბრელიძე და თამთა ყველაიძე კონკურსის „SAKURA Japan Women's Wine Awards“ ჟიურის წევრებად არიან მიწვეულები. კონკურსი დღეს ტოკიოში გაიმართება. 
აღნიშნული საერთაშორისო კონკურსი მასშტაბური ღონისძიებაა, რომელიც  მეთერთმეტედ ტარდება. კონკურსის ჟიური დაკომპლექტებულია იაპონიაში ღვინის სფეროში მოღვაწე ქალბატონებით - სომელიეებით, ღვინის მწერლებითა და ჟურნალისტებით.
მსგავს ღონისძიებებში საქართველოს ჩართულობა, კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და დამკვიდრებას არა მარტო იაპონიის სტრატეგიულ ბაზარზე, არამედ, ზოგადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში.
 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნეს სიახლეები
image

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა