ქართული ღვინის ექსპორტი 9%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან ექსპორტზე 73,641,654.91 ლიტრი ღვინო გავიდა, შედეგად ქვეყანამ 214,542.28 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2023 წლის 9 თვის სტატისტიკით კი ქვეყანამ ექსპორტზე 67,469,771.46 ლიტრი ღვინო გაიტანა.
მიმდინარე მაჩვენებლების მიხედვით ქართული ღვინისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი რუსეთია.
TOP-5 ქვეყანა, სადაც საქართველო ღვინოებს ყიდის:
რუსეთი - 53,660,888.34 ლიტრი,
პოლონეთი - 4,492,796.70 ლიტრი,
უკრაინა - 3,190,528.66 ლიტრი,
ყაზახეთი - 2,472,973.01 ლიტრი,
ჩინეთი - 1,883,070.30 ლიტრი.
უახლესი