კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალება.
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ177-კმ185 (კალა-უშგული) მონაკვეთზე, ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება, რის გამოც, 2023 წლის 19 ივნისს 08:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები